საზოგადოებამსოფლიოში კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვმა 5 მილიონს გადააჭარბა

მსოფლიოში კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვმა 5 მილიონს გადააჭარბა

metalab.ge

მსოფლიოში პანდემიის დაწყების დღიდან კორონავირუსით ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 274 მილიონს გადააჭარბა. 

სტატისტიკის თანახმად, covid- 19-ს დღემდე მსოფლიოში 5 მლნ 36 ათასზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა. ვირუსისგან განკურნებულების რაოდენობა კი 246 მილიონს აჭარბებს. მსოფლიოში ამჟამად ინფიცირების 22 მილიონ 600 ათასი აქტიური შემთხვევა ფიქსირდება.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე კორონავირუსით ყველაზე მეტი – 51 მლნ 6 ათასი ადამიანი აშშ-ში დაინფიცირდა, მეორე ადგილზეა ინდოეთი 34 მლნ 700 ათასზე მეტი შემთხვევით. მათ მოჰყვება ბრაზილია, გაერთიანებული სამეფო და რუსეთი.

დაკავშირებული სტატიები