საზოგადოება მოსახლეობის ნაწილმა სოციალური სერვისების შესახებ არაფერი იცის – შორენა ბიჭიკაშვილი

მოსახლეობის ნაწილმა სოციალური სერვისების შესახებ არაფერი იცის – შორენა ბიჭიკაშვილი

metalab.ge

ჟურნალისტი შორენა ბიჭიკაშვილი, სოციალური სერვისების შესახებ შიდა ქართლში, სოფლად მცხოვრებ მოსახლეობას ესაუბრა. აღმოჩნდა, რომ დიდი ნაწილისთვის აღნიშნული ინფორმაცია ხელმიუწვდომელია. ეს ინფორმაცია მან “ქართული მედია ჯგუფის” გადაცემაში – “ქალის ხმა” გააჟღერა.

“სოფლად მცხოვრები ადამიანების ნაწილი არაინფორმირებულია იმ პროგრამების შესახებ, რითვისაც ადგილობრივ ბიუჯეტში თანხებია გათვალისწინებული. მაგალითად, ახალგაზრდა ქალები, რომლებიც შესაძლოა იყვნენ ძალადობის მსხვერპლები, მხოლოდ იმის გამო აგრძელებენ ასეთ გარემოში ცხოვრებას, რომ არ აქვთ ინფორმაცია რა დახმარების მიღება შეუძლიათ, როგორც მერიისგან, ისე სხვდასხვა მხარდამჭერი ორგანიზაციისგან”-აღნიშნა შორენა ბიჭიკაშვილმა.

სერვისების შესახებ არაინფორმირებულობის კუთხით, არასახარბიელო მდგომარეობაა ასევე ახალგაზრდებშიც. არაბენეფიციარი მოსახლეობის თითქმის 30%-ს არ სმენია არცერთი სოციალური სერვისის შესახებ, 57.7% კი მხოლოდ ორ სოციალურ პროგრამას იცნობს. ინფორმაციის არქონის გამო, ახალგაზრდები იმ საბაზისო მხარდაჭერის მიღმა რჩებიან, როგორებიცაა განათლებაზე ხელმისაწვდომობა, ჯანდაცვა, სპორტი და ცხოვრების ჯანსაღი წესი, ტრანსპორტირება, სოციალური ინტეგრაცია, და სხვა სიკეთეები, რომლებიც მათთვის ადამიანის ფუნდამენტური უფლებებით და ქვეყნის სოციალური პოლიტიკითაა გარანტირებული.

სოციალურ სერვისზე კონსულტაციის მისაღებად, შეავსეთ ფორმა – https://forms.gle/P426GwL3ALJ4APXQ8

არსებული ვითარების გასაუმჯობესებლად და მოსახლეობის ცნობიერების ასამაღლებლად, metalab.ge -მ სოციალური სერვისების შესახებ საინფორმაციო კამპანია დაიწყო. ამ მიზნით მომზადებულ გადაცემაში “მედიატორი” სამიზნე აუდიტორიას, გორის მუნიციპალიტეტში მოქმედი პროგრამები, საკრებულოს თავმჯდოამრის მოადგილემ, თამარ მურალოვამ გააცნო.

დაკავშირებული სტატიები

www.metalab.ge

ანალიტიკური ცენტრი

TOP.GE

მოიწონე გვერდი

ბოლო სიახლეები

© metalab.ge –  საიტი შექმნილია  IWPR – ის მხარდაჭერით.