სიახლეებიგორში, AI გლობალური განათლების ასოციაციის პრეზენტაცია გაიმართა​

გორში, AI გლობალური განათლების ასოციაციის პრეზენტაცია გაიმართა​

metalab.ge

გორში, AI გლობალური განათლების ასოციაციის მასშტაბური რეგიონული კონფერენცია გაიმართა. ღონისძიებამ, რომელიც “ტექნოპარკისა“ და “AI აკადემიის” პარტნიორობით ჩატარდა, შიდა ქართლის რეგიონის 100-მდე ლიდერი პედაგოგი და განათლების სფეროს წარმომადგენელი გააერთიანა.

კონფერენციის მთავარ თემას საგანმანათლებლო პროცესების ავტომატიზაცია და ხელოვნური ინტელექტის დანერგვა წარმოადგენდა. პედაგოგებს წარედგინათ სპეციალური პუბლიკაცია “AI გზამკვლევი“, რომელიც მკითხველს თანამედროვე ციფრულ ეპოქაში სხვადასხვა შესაძლებლობებს და გამოწვევების დაძლევის მეთოდებს გააცნობს. მონაწილეებმა განსაკუთრებული ინტერესი გამოხატეს იმ AI ინსტრუმენტების მიმართ, რომლებიც 80%-ით ამცირებს რუტინულ შრომას და შესაძლებელს ხდის გაკვეთილის გეგმების, რუბრიკებისა თუ ტესტების მომზადებას სულ რაღაც 30 წამში.

ასოციაციის ხელმძღვანელმა, ნინო საბანაძემ, დამსწრე საზოგადოებას წევრობის ექსკლუზიური პრივილეგიები გააცნო. აღინიშნა, რომ ასოციაციის წევრობა პედაგოგებისთვის არა მხოლოდ სტატუსი, არამედ თანამედროვე ციფრულ ეპოქაში კონკურენტული უპირატესობის მოპოვების გარანტიაა. წევრებისთვის დაიგეგმა და გაჟღერდა სპეციალური ვორქშოფები და AI სასწავლო ვიზიტები ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში, რაც მათ საშუალებას მისცემს, მომავლის სკოლების საგანმანათლებლო სტანდარტებს ადგილზე გაეცნონ.

გორის შემდეგ მასშტაბური კონფერენცია ასოციაციის წევრების მონაწილეობით უკვე თბილისში გაიმართება.

დაკავშირებული სტატიები