მოსკოვი ბრიუსელს და ვაშინგტონს მოუწოდებს, არ დაუშვან ნატოში ყოფილი პოსტსაბჭოთა ქვეყნების მიღება.
რუსეთი დასავლეთს ურჩევს ევროატრალნტიკური გაერთიანების აღმოსავლეთით გაფართოება და მასში ყოფილი პოსტსაბჭოთა ქვეყნების გაერთიანების გეგმა დღის წესრიგიდან ამოიღოს.
უსაფრთხოების გარანტიების თაობაზე, რუსეთმა აშშ-სთან და ნატოსთან შეთანხმებების პროექტები გაავრცელა. დოკუმენტები 15 დეკემბერს მოსკოვში ვიზიტად მყოფ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილეს გადაეცა.
ვალდებულებები ძირითადად აშშ-სა და ნატოს ეხება. ხოლო რუსეთის რაიმე ცალმხრივ ვალდებულებებზე დოკუმენტში საუბარი არ არის.
“აშშ იღებს ვალდებულებას, რათა გამოირიცხოს ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის გაფართოება აღმოსავლეთის მიმართულებით, უარს იტყვის ალიანსში იმ სახელმწიფოების გაწევრიანებაზე, რომლებიც ადრე საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირში შედიოდნენ“, – ნათქვამია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს საიტზე გამოქვეყნებული დოკუმენტში.
ექსპერტების შეფასებით, რუსეთი აღნიშნული მიზნის მისაღწევად ყველა ხერხს იყენებს, განსაკუთრებით კი ამას დეზინფორმაციების გავრცელებით ცდილობს.