ომის შემდეგ გაპარტახებულ და გადამწვარ ერგნეთზე იმდროინდელმა ხელისუფლებამ ხელები დაიბანა, ღია ცის ქვეშ დაგვტოვა, საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციების იმედად, საცხოვრებელი თავშესაფრებიც მათ აგვიშენეს და შემდგომში ჩვენი დამწვარი სახლების რეაბილიტაცია მათ ითავეს , ხელისუფლება საერთოდ არ გამოჩენილა, პირიქით, კარგად მოითბეს ხელი.. არც კი მახსოვს,ვინ იყო იმ დროს ჩვენი ხმა პარლამენტში.
რუსებმა დაგვხოცეს, გადაგვწვეს,გაგვაპარტახეს და ისევ რუსეთი?
ნათესავი რუსი მყავდა ამ ზაფხულს სტუმრად და მუზეუმში ვერ ჩავიყვანე, არ მაინტერესებსო. ჩვენ უნდა ვიყოთ ახლა გავლენის აგენტები? შეცდომაა,ამ საკითხს ისე შეხედო, რომ თითქოს შორს, სადღაც ხდება და შენ არ გეხება. გაჩუმება ახლა თანამონაწილეობას ნიშნავს.
მე მახსოვს, როგორი უკმაყოფილების ტალღა იყო ცხინვალში 2014 წელს, როდესაც არასამთავრობო სექტორს შეუზღუდეს საქმიანობა და რუსული კანონით აგენტის იარლიყები მიაწებეს.
ასე გამოიყურებოდა ჩემი სახლი ომის შემდეგ.. რომ არა დანიის ლტოლვილთა ორგანიზაცია, დღემდე არ მეღირსებოდა ადამიანური ცხოვრება.
აგერ, წინ გვაქვს ზარდიანთკარის მაგალითი..
ლია ჩლაჩიძე,
ერგნეთის მკვიდრი,
აგვისტოს ომის მუზეუმის დამფუძნებელი