ხაშურში, მოსწავლე-ახალგაზრდობას „ეტალონში“ მონაწილეობა შეუძლია. პროგრამა ითვალისწინებს ახალგაზრდული ინიციატივების, ადგილობრივი და საერთაშორისო ახალგაზრდული პროექტების ხელშეწყობას, არაფორმალური განათლების ხელშეწყობა (ტრენინგ–სემინარების კონფერენციების, ფორუმების მოწყობა ახალგაზრდებისათვის აქტუალურ თემებზე).
პროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია სოციალურად დაუცველი ახალგაზრდების დახმარება და ხელშეწყობა განათლების მიღებაში. ხელშეწყობა საერთაშორისო ურთიერთობის გასაღრმავებლად. ახალგაზრდებში ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრება. ახალგაზრდების ნიჭის თვითრეალიზების ხელშეწყობა. ახალგაზრდული პროექტების მხარდაჭერა.
„პროგრამის მიზანია, ახალგაზრდა თაობაში შრომის უნარ–ჩვევების გამომუშავება და მათი საზოგადოებრივ საქმიანობაში ჩართვა. ახალგაზრდობის მხარდაჭერა, მათი უნარების რეალიზაციის შესაძლებლობა და საქმიანობის სტიმულირება. განხორციელდება მახალგაზრდული ინიციატივების მხარდაჭერა, ცხოვრების ჯანსაღი წესის პოპულარიზაცია, არაფორმალური საგანმანათლებლო სერვისების ხელმისაწვდომობა, ჩართულობას მასობრივ ღონისძიებებში“-აცხადებენ მერიაში.
პროექტის ფარგლებში, ჩატარდება თემატური ფესტივალები, გასართობი, შემეცნებითი და საგანმანათლებლო აქტივობები. მოეწყობა ახალგაზრდული ბანაკები, ლაშქრობები და სხვა ღონისძიებები.პროგრამის ფარგლებში დაფინანსდება სხვადასხვა ღონისძიებები, რაც მიმართულია ახალგაზრდა თაობის ჩართვისკენ მუნიციპალიტეტის ყოველდღიურ საქმიანობასა და მის განვითარებაში.
„შექმნილია ახალგაზრდების განვითარებაზე ორიენტირებული გარემო, უზრუნველყოფილია ახალგაზრდების საზოგადოებრივ ცხოვრებაში ჩართულობა და ხელშეწყობილია მათი სამოქალაქო ინიციატივები, ხელშეწყობილია გენდერული თანასწორობის საკითხებზე საზოგადოების ინფორმირებულობა“-წერია მუნიციპალურ პროგრამაში.
სოციალურ სერვისზე კონსულტაციის მისაღებად, შეავსეთ ფორმა –
https://forms.gle/P426GwL3ALJ4APXQ8