ხაშურში, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე მოსწავლეთა სოციალური მომსახურების პროგრამა მოქმედებს, რომელიც გათვალისწინებულია ხაშურის N2 სკოლაში ჩარიცხულ შშმ მოსწავლეებისთვის.
პროგრამის მიზანია, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე მოსწავლეთა უწყვეტი აღზრდისა და სწავლების პროცესის ხელშეწყობა მათი სოციალურ – საყოფაცხოვრებო და შრომითი ადაპტაციის უზრუნველსაყოფად.
„შეზღუდული შესაძლებლობების მქონე მოსწავლეთა დღის მოვლის ცენტრის მიერ წარმოდგენილი კვარტალური დაფინანსების განაცხადის შესაბამისად, ანაზღაურება ხდება ყოველთვიურად. საკითხის ადმინისტრირება ხდება ხაშურის მუნიციპალიტეტის მერიაში განათლების, კულტურისა და სპორტის სამსახურის მიერ“-წერია მუნიციპალურ პროგრამაში.
ადგილობრივ ბიუჯეტში თანხები გათვალისწინებულია ასევე შშმ პირთათვის ღონისძიების ორგანიზებისა და მათთვის ფასიანი საჩუქრების გადაცემისთვის.
სოციალურ სერვისზე კონსულტაციის მისაღებად, შეავსეთ ფორმა –
https://forms.gle/P426GwL3ALJ4APXQ8