79
თუ ხარ ძალადობის მსხვერპლი, ადგილობრივი მუნიციპალიტეტისგან ერთჯერადი ფულადი დახმარების მიღება შეგიძლია. მხარდაჭერა კრიზისის დასაძლევადაა გათვალისწინებული.
ქარელისა და ხაშურის მუნიციპალიტეტებში ძალადობის მსხვერპლ ქალებს 500 ლარით ეხმარებიან. გორში – 350 ლარით, ხოლო კასპში ერთჯერადად 300 ლარი გაიცემა.
თავდაპირველად, სტატუსის მისაღებად უნდა დარეკოთ ცხელ ხაზზე: 116 006, შემდეგ კი მიმართეთ მუნიციპალიტეტის მერიას. პროცესი კონფიდენციალურია. დახმარებს მისაღებად, წარადგინეთ მსხვერპლის მოწმობა და პირადობა.


