ხაშურის მუნიციპალიტეტის მერიას ტენდერში მონაწილე ერთ-ერთი კომპანია უჩივის. შპს ბილტმორმა 1 მლნ ლარის ღირებულიების სატენდერო ხელშეკრულების შესახებ კომისიის გადაწყვეტილება გააპროტესტა და ის დავების საბჭოში გაასაჩივრა.
საქმე ეხება სოფლებში, წრომსა და სოფელ ზეკოტაში (ასფალტ-ბეტონის) გზების მოწყობის სამუშაოების შესყიდვას, სადაც აღნიშნულმა კომპანიამ დაბალი ფასის შეთავაზების მიუხედავად, დისკვალიფიცია მიიღო და არც მისი საჩივარი დაკმაყოფილდა. გამარჯვებულად კი გამოცხადდა შპს ჰედეფ ჯორჯია, რომელმაც 10 000 ლარით მეტი მოითხოვა და გამარჯვებულადაც გამოცხადდა. საბოლოოდ, ხაშურის მერია მასთან 939 109 ლარის გადახდაზე შეთანხმდა და სამუშაოების დასრულების ვადად 2024 წლის 28 ოქტომბერი განუსაზღვრა.
შპს ჰედეფ ჯორჯია 2014 წლის 14 აგვისტოს დაფუძნდა და 9 წელში მის მონაცემებში ცვლილებები 7 – ჯერ შევიდა. ამჟამად კომპანიას ივანე გელაშვილი ხელმძღვანელობს, ხოლო მისი 100%-იანი წილის მესაკუთრე ლევან გოგოლაძეა. ორივე მათგანი სხვა კომპანიის ხელმძღვანელებად და მეწილეებადაც ფიგურერებენ, თუმცა ამ შემთხვევაში შიდა ქართლის მუნიციპალიტეტების ტენდერებიდან ყველაზე დიდი ყურადღება შპს ჰედეფ ჯორჯიამ მიიქცია, განსაკუთრებული აქტიურობით და ლიდერობით კი ხაშურსა და ქარელის მუნიციპალიტეტებში ჩნდება.
კომპანია | მუნიციპალიტეტი | თანხა (ლარი) | თარიღი |
შპს ჰედეფ ჯორჯია | ხაშური | 1 145 389.50 | 14.02.2024 – 14.10.2024 |
შპს ჰედეფ ჯორჯია | ხაშური | 86 6593.78 | 26.02.2024 – 30.09.2024 |
შპს ჰედეფ ჯორჯია | ხაშური | 324 057.76 | 14.02.2024 – 29.07.2024 |
შპს ჰედეფ ჯორჯია | ქარელი | 1 224 789.68 | 01.03.2024 -05.08.2024 |
შპს ჰედეფ ჯორჯია | ქარელი | 467 721.24 | 01.03.2024 – 05.08.2024 |
შპს ჰედეფ ჯორჯია | ხაშური | 939 109.25 | 26.03.2024 – 28.10.2024 |
შპს ჰედეფ ჯორჯია | ქარელი | 125 108 | 07.11.2023 – 31.01.2024 |
შპს ჰედეფ ჯორჯია | ხაშური | 287 521.35 | 31.10.2023 – 15.05.2024 |
შპს ჰედეფ ჯორჯია | ქარელი | 847 155.82 | 19.10.2023 – 15.01.2024 |
შპს ჰედეფ ჯორჯია | ხაშური | 324 800 | 05.10.2023 – 10.01.2024 |
შპს ჰედეფ ჯორჯია | ქარელი | 258 927 | 24.08.2023 – 20.10.2023 |
შპს ჰედეფ ჯორჯია | ქარელი | 300 000 | 27.07.2023 – 31.01.2024 |
შპს ჰედეფ ჯორჯია | ხაშური | 29 581.32 | 21.06.2023 – 15.08.2023 |
შპს ჰედეფ ჯორჯია | ხაშური | 1 610 812.83 | 19.06.2023 – 10.09.2024 |
შპს ჰედეფ ჯორჯია | ხაშური | 102 494 | 18.05.2023 – 14.09.2023 |
შპს ჰედეფ ჯორჯია | ხაშური | 256 878.39 | 12.06.2023 – 30.09.2023 |
შპს ჰედეფ ჯორჯია | ქარელი | 407 306.95 | 01.05.2023 – 30.08.2023 |
შპს ჰედეფ ჯორჯია | ხაშური | 534 532.50 | 21.04.2023 – 20.09.2023 |
შპს ჰედეფ ჯორჯია | ქარელი | 447 940.01 | 10.03.2023 – 10.07.2023 |
შპს ჰედეფ ჯორჯია | ხაშური | 247 177.99 | 10.03.2023 – 01.10.2023 |
შპს ჰედეფ ჯორჯია | ხაშური | 214 581.85 | 09.03.2023 – 14.08.2023 |
შპს ჰედეფ ჯორჯია | ხაშური | 554 652.33 | 06.03.2023 – 05.08.2023 |
შპს ჰედეფ ჯორჯია | ხაშური | 386 348 | 01.03.2023 – 31.07.2023 |
შპს ჰედეფ ჯორჯია | ხაშური | 98 777 | 14.02.2023 – 05.06.2023 |
ზოგადი ტენდენციის გამოსავლენად, ხაშურსა და ქარელში, “მეტალაბმა” 2023-2024 წლებში გამოცხადებული ტენდერები შეისწავლა, რა დროსაც გამოიკვეთა, რომ 2 წელში ეს კომპანია 24 – ჯერ გამოცხადდა გამარჯვებულად და ჯამში 12 მლნ 2 ათას 247 ლარი მიიღო.
რეგიონში ჰედეფ ჯორჯია ერთ-ერთი მსხვილი კონტრაქტორია და ერთეული გამონაკლისების გარდა, მასთან გაფორმებული სატენდერო ხელშეკრულებები ძირითადად 100 000 ლარს ზემოთ ღირებულებისაა. მოგებული ტენდერებიდან უმრავლესობა ხაშურის მუნიციპალიტეტზე მოდის, სადაც 2023-2024 წლებში 8 048 409 ლარის ტენდერი 16 ტენდერი მოიგო. ხოლო ქარელში 8 ტენდერიდან – 3 953 838 ლარი მიიღო.
შპს ჰედეფ ჯორჯია სახელმწიფო შესყიდვებში ძირითადად უკონკურენტოდ მონაწილეობს, ან ზოგიერთ შემთხვევაში ერთი ან ორი კონკურენტი ჰყავს, თუმცა სხვებთან შედარებით მაღალი ფასის შეთავაზების მიუხედავად, ხაშურისა და ქარელის მუნიციპალიტეტებისთვის მაინც ლიდერ კომპანიას წარმოადგენს და უმრავლეს შემთხვევაში უპირობოდ იმარჯვებს. საყურადღებოა, რომ სატენდერო ხელშეკრულებების ვადები ხშირად ერთმანეთს ემთხვევა და სამუშაოების შესრულება კომპანიას ერთი და იმავე დროს უწევს, რამდენად ჯეროვნადაა ჩაბარებულ ობიექტზე სამუშაოები შესრულებული ეს ცალკე კვლევის საგანს წარმოადგენს, თუმცა ამ კომპანიასთან დაკავშირებით გამოკვეთილი გარემოებები გარკვეულ კითხვის ნიშნებს ბადებს.
კომპანიის მფლობელი ბოლო არჩევნებზე პარტიათა შემომწირველთა სიაში ფიქსირდება. საყურადღებოა ისიც, რომ შპს იმ დროსაა შექნილი, როდესაც ხელისუფლება ადგილობრივ დონეზეც შეიცვალა (2014 წლის თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ), პირველი ტენდერი კი 2015 წელს, საჩხერის მუნიციპალიტეტში მოიგო.
მასალა მომზადებულია ForSet – თან პარტნიორობის ფარგლებში და მის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია “ქართული მედია ჯგუფი”.