პოლიტიკა ფსიქოლოგიურ ტერორს სხვადასხვა სეგმენტზე ახორციელებენ – მინდია გოდერძიშვილი

ფსიქოლოგიურ ტერორს სხვადასხვა სეგმენტზე ახორციელებენ – მინდია გოდერძიშვილი

admin

ოპოზიციის ადგილობრივი წარმომადგენლები საარჩევნოდ მოსალოდნელ გამოწვევებზე საუბრობენ. მათი ნაწილის ინფორმაციით, საზოგადოების გარკვეულ ჯგუფებზე “მმართველი პარტიის” და მასთან დაახლოებული პირების მხრიდან ფსიქოლოგიური ზეწოლის ფაქტებიც იკვეთება. “კოალიცია ცვლილებებისთვის” წარმომადგენლის, მინდია გოდერძიშვილის აზრით, ხელისუფლება არჩევნების გაყალბებისთვის ყველა რესურსს გამოიყენებს, რაც მმართველ გუნდს სასარგებლოდ ხმების მობილიზებაში დაეხმარება.

„ფსიქოლოგიური ტერორი, რასაც საქოზგადოების სხვადსხვა სეგმენტზე ახორციელებენ, გამომდინარე ასაკიდან, ლოკაციიდან და ა.შ. მიმართულია არჩევნების გაყალბების მცდელობისკენ, რომ იქნებ რამენაირად საკუთარ ყულაბაში რაც შეიძლება მეტი ხმა მოათავსონ, თუმცა ძალიან დარწმუნებით შემიძლია მოგახსენოთ, რომ აბსოლუტუად ფუჭი ქმედება იქნება, რადგან ვხვდებით მოსახლეობას და ვხედავთ, რომ ძალიან ვიწყო წრის გარდა, ანუ იმ ადამიანების და მათი ოჯახების გარდა, ვინც ბიუჯეტზე საკუთარი ჯიბეებით არიან მიბმულები, ანუ ჭიპლარებით დაკავშირებული, რეალურ მხარდამჭერი ხელისუფლებას არარავინ დარჩა“, -აცხადებს ოპოზიციის წარმომადგენელი, მინდია გოდერძიშვილი.

დაკავშირებული სტატიები

www.metalab.ge

ანალიტიკური ცენტრი

TOP.GE

მოიწონე გვერდი

ბოლო სიახლეები

© metalab.ge –  საიტი შექმნილია  IWPR – ის მხარდაჭერით.