255
კორონაროგრაფია, ანგიოგრაფია, ემბოლექტომია, ემბოლიზაცია, სისხლძარღვების სტენტირება, შუნტირება, სისხლძარღვების პლასტიკა, რეზექცია, ლიგირება – თუ რომელიმე სამედიცინო მომსახურებისთვის თანხა გაკლდებათ, კასპის მერიას უნდა მიმართოთ,რომელიც გადასახდელი თანხის 50%-ს დაგიფინანსებთ. (არაუმეტეს 500 ლარისა).
რა დოკუმენტები უნდა მიიტანოთ მერიაში?
- განცხადება მუნიციპალიტეტის მერის სახელზე;
- განმცხადებლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი;
- პაციენტის პირადობის დამდასტურებელი დოკუმენტი, ხოლო არასრულწლოვანის შემთხვევაში დაბადების მოწმობა და არასრულწლოვანის რეგისტრაციის ბარათი;
- ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა №100);
- ხარჯთაღრიცხვა ან/და კალკულაცია ან/და სხვა დოკუმენტი სამედიცინო დაწესებულებიდან;
- უარი ან დაფინანსების ფურცელი (გარდა კორონაროგრაფიისა) სახელმწიფო პროგრამით ან სადაზღვევო კომპანიიდან დაფინანსების თაობაზე ან/და შესაძლებელია იგივე მონაცემები წარმოდგენილი იყოს ხარჯთაღრიცხვის დოკუმენტში.
სოციალურ სერვისზე კონსულტაციის მისაღებად, შეავსეთ ფორმა –
https://forms.gle/P426GwL3ALJ4APXQ8