854
საქსტატის ინფორმაციით, 2021 წლის III კვარტალში საქართველოში საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 10,4 %-ით (129.0 ლარით) გაიზარდა და 1 368.5 ლარი შეადგინა.
საქმიანობების სახეების მიხედვით შედარებით მაღალი ხელფასი დაფიქსირდა შემდეგ დარგებში:
• საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები – 2 234.9 ლარი (წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით გაიზარდა 10.4 % – ით);
• ინფორმაცია და კომუნიკაცია – 2 193.7 (გაიზარდა 2.0 % – ით);
• პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობები – 2 003.6 ლარი (გაიზარდა 4.9 % – ით);
• მშენებლობა – 2 003.1 ლარი (გაიზარდა 6.8% – ით).