დასრულდა საველე სამუშაოები და საკვლევი ეტაპი პროექტის ფარგლებში რომლის სახლწოდებაცაა “ნარჩენების მართვის მონიტორინგი დუშეთის მუნიციციპალიტეტში”. ამჟამად, კვლევის ანალიზის ეტაპი მიმდინარეობს. ამ პროცესში პრობლემური ნაგავსაყრელების საკითხი გამოიკვეთა, მოხდა ამ ადგილების დასურათება, რაც მოგვიანებით, რეკომენდაციების პაკეტთან ერთად, მუნიციპალიტეტს გადაეგზავნება.
დუშეთის მუნიციპალიტეტში მაცხოვრებლების განმარტებით, სტიქიურ ნაგავსაყრელებს თავად მოსახლეობა ქმნის, ამ მიმართულებით, განსაკუთრებული პრობლემები მდინარე არაგვის პირას ,ზაფხულის პერიოდში იქმნება.
“საკვლევ პერიოდში, მოხდა ჟინვალში არსებული არხის გაწმენდა, რომელიც წლების განმავლობაში მოსახლეობას პრობლემას უქმნიდა. ჩვენი მიზანია, სწორედ ამ გამოწვევების დაძლევაში დავეხმაროტ ერთის მხრივ მოსახლეობას, ცნობიერების ამაღლების მიმართულებით, და მეორე მხროვ შესაბამის სამსახურებს, შესაბამისი რეკომენდაციების გაზიარებით”,-აღნიშნა ელენე მინდიაშვილმა, რომელიც პროექტის გუნდთან ერთად ადგილზე ჩავიდა, არსებული ვითარების გასაცნობად.
პროექტი ,, ნარჩენების მართვის მონიტორინგი დუშეთის მუნიციციპალიტეტში“ არის ქვეპროგრამა, პროექტის რომლის სახლწოდებაცაა “სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა: მდგრადი, ღია და ანგარიშვალდებული სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები საქართველოს განვითარებისთვის“
პროექტს ახორციელებს კონსორციუმი კონრად ადენაუერის ფონდის ხელმძღვანელობით, შემდეგ არასამთავრობო ორგანიზაციასთან ერთად: საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი , სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი, კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრი, განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი და ევროპული პოლიტიკის ინსტიტუტი.