თუ ხართ ოთხი და მეტი შვილის დედა და ცხოვრობთ ხაშურის მუნიციპალიტეტში, სოციალურად დაუცველი მოსახლეობის ფულადი სოციალური დახმარების მუნიციპალური პროგრამიდან თანხის მიღება შეგიძლიათ.
2023 წელს დაბადებულ მე–4 შვილზე გათვალისწინებულია 400 ლარი;
მე–5, მე–6 და ა.შ. შვილზე – 500 ლარი;
ბ) დედის დღესთან დაკავშირებით – 18 წლამდე ასაკის თითოეულ ბავშვზე კი 100 ლარი გაიცემა.
დახმარების მიღება მიმდინარე წლის ბოლომდეა შესაძლებელი.
რა დოკუმენტები დაგჭირდებათ დახმარების მისაღებად?
– განცხადება მერის სახელზე;
– პირადობის მოწმობის ასლი;
– ყველა შვილის დაბადების მოწმობის ასლი;
– საბანკო დაწესებულაბაში გახსნილი პირადი ანგარიშის რეკვიზიტები.
სოციალურ სერვისზე კონსულტაციის მისაღებად, შეავსეთ ფორმა –
https://forms.gle/P426GwL3ALJ4APXQ8