სერვისები თვალის ოპერაციას და მკურნალობას კასპის მერია დაგიფინანსებთ

თვალის ოპერაციას და მკურნალობას კასპის მერია დაგიფინანსებთ

metalab.ge

თუ გჭირებათ თვალის ოპერაციის, ინექციის და მაკულის ასაკობრივი დეგენერაციის მკურნალობისთვის ხარჯების დაფინანსება და ცხოვრობთ კასპის მუნიციპალიტეტში, მიმართეთ ადგილობრივ მერიას.

დაფინანსება მოხდება პაციენტის მიერ გადასახდელი თანხის დაფინანსებით: 300 ლარამდე სრულად, ხოლო 301-ლარიდან 70% თანადაფინანსებით, არაუმეტეს 500 ლარისა, თვალის ერთი ინექცია კი ერთჯერადად 300 ლარამდე თანხით ფინანსდება;

რა სახის დოკუმენტები დაგჭირდებათ?

  • განცხადება მუნიციპალიტეტის მერის სახელზე;
  •  განმცხადებლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი;
  • ბენეფიციარის პირადობის დამდასტურებელი დოკუმენტი, ხოლო არასრულწლოვანის შემთხვევაში დაბადების მოწმობა და არასრულწლოვანის რეგისტრაციის ბარათი;
  • ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა #100);
  • ხარჯთაღრიცხვა ან/და კალკულაცია ან/და სხვა დოკუმენტი სამედიცინო დაწესებულებიდან;
  • უარი ან დაფინანსების ფურცელი სახელმწიფო პროგრამით ან სადაზღვევო კომპანიიდან დაფინანსების თაობაზე ან/და შესაძლებელია იგივე მონაცემები წარმოდგენილი იყოს ხარჯთაღრიცხვის დოკუმენტში.

თუ ბენეფიციარი წარადგენს უარს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროდან ან/და სადაზღვევო კომპანიიდან დაფინანსების თაობაზე, მისი დაფინანსება მოხდება მოთხოვნილი თანხის 300 ლარამდე სრულად, ხოლო 301-ლარიდან 70%-ით,  500 ლარამდე თანხით.

სოციალურ სერვისზე კონსულტაციის მისაღებად, შეავსეთ ფორმა – https://forms.gle/P426GwL3ALJ4APXQ8

დაკავშირებული სტატიები

www.metalab.ge

ანალიტიკური ცენტრი

TOP.GE

მოიწონე გვერდი

ბოლო სიახლეები

© metalab.ge –  საიტი შექმნილია  IWPR – ის მხარდაჭერით.