პოლიტიკა ეკონომიკის მინისტრი: რუსეთიდან შემოვლენ ის ადამიანები, რომლებიც “საქართველოში შემოსვლას იმსახურებენ”

ეკონომიკის მინისტრი: რუსეთიდან შემოვლენ ის ადამიანები, რომლებიც “საქართველოში შემოსვლას იმსახურებენ”

metalab.ge

ეკონომიკის მინისტრის ინფორმაციით, ბოლო დღეებში საქართველოში შემოსული რუსეთის მოქალაქეების რაოდენობაზე არასწორი ინფორმაცია ვრცელდება. ზუსტ მონაცემებს კი შინაგან საქმეთა სამინისტრო გამოაქვეყნებს. მინისტრის თქმით, საქართველოში შემოვა რუსეთის ყველა ის მოქალაქე, ვინც ამას “იმსახურებს.

“რუსეთის მოქალაქეებისთვის, ვინც საქართველოში მოდიან, მათთვის საქართველო არის ერთ-ერთი იშვიათი თავისუფლების კუნძული რეგიონში. ჩვენ ბევრი ქვეყნის მოქალაქისთვის, მათ შორის სამეზობლოსთვის, ვართ საინტერესო იმ კუთხით, რომ ადამიანმა თავისუფალ რეალობაში შეძლონ საქმის კეთება… ადამიანები თუ რეჟიმს გამოურბიან და ცდილობენ თავისუფალ სივრცეში აკეთონ საქმე, ეროვნების მიუხედავად ან სხვა მახასიათებლის მიუხედავად, მივცეთ ადამიანებს სწორად და ლეგალურად საქმის კეთების საშუალება”, – აღნიშნა ეკონომიკის მინისტრმა.

დაკავშირებული სტატიები

www.metalab.ge

ანალიტიკური ცენტრი

TOP.GE

მოიწონე გვერდი

ბოლო სიახლეები

© metalab.ge –  საიტი შექმნილია  IWPR – ის მხარდაჭერით.