პოლიტიკა დემოკრატიის სკოლა ამაოდ გაიარეს, თავისუფლების დაკარგვის საფრთხეს დუმილით ხვდებიან – გოდერძიშვილი

დემოკრატიის სკოლა ამაოდ გაიარეს, თავისუფლების დაკარგვის საფრთხეს დუმილით ხვდებიან – გოდერძიშვილი

admin

დემოკრატიის სკოლის კურსდამთავრებული და “კოალიცია ცვლილებებისთვის” ადგილობრივი ლიდერი მინდია გოდერძიშვილი ქვეყანაში განვითარებული პროცესების ფონზე საზოგადოების ნაწილის პასიურობაზე მიუთითებს. ამ კონტექსშტი კი იმ ადამიანებზე ამახვილებს ყურადღებას, რომლებმაც სხვადასხვა დროს, საქართველოს ქალაქებში დემოკრატიის სკოლები დაამთავრეს. მინდია გოდერძიშვილის თქმით, ასობით კურსდამთავრებულიდან მხოლოდ ერთეულებს ეყოთ გამბედაობა და სიმამაცე, რომ ქვეყანაში თავისუფლების დაკარგვის საფრთხეზე ხმა ამოეღოთ და ამ საკითხზე საკუთარი პოზიცია ღიად დაეფიქსირებინათ.

“სამწუხაროდ, დემოკრატიის სკოლის იმ მრავალრიცხოვანი კურსდამთავრებულიდან, ვინც მოისმინა ყველასთვის არც თუ ისე მარტივად ხელმისაწვდომი ლექციები და ჰქონდა საშუალება სხვა თვალით შეეხედა ჩვენი საზოგადოების მრავალი წახნაგისთვის, თითზე ჩამოსათვლელმა ადამიანებმა შეძლეს მხოლოდ ჩაბმა ჩვენი ქვეყნისათვის უზარმაზარი მნიშვნელობის მქონე არჩევნებში. მხოლოდ რამდენიმემ დააფიქსირა, რომ ცვლილებები აუცილებელია და თუ არა დასავლური დემოკრატიის წიაღში ყოფნა, ჩვენ უბრალოდ განწირულნი ვართ ბოლომდე ჩამოშლისთვის; როგორც საზოგადოება, განწირულნი ვართ მუდმივი “ლეკიანობისთვის”, რადგან არ გაგვაჩნია მშვიდობის გარანტი უშუალო სამეზობლოში და არც შიგნით ვართ სამწუხაროდ, კონსოლიდირებულნი მრავალგზის განმეორებადი საფრთხეების წინააღმდეგ. აღარაფერს ვამბობ მათზე, ვინც განზრახ, გააზრებულად იყო ჩართული ამ მაღალი დონის თაღლითურ აქტში, რაც “არჩევნებად” მოინათლა. ფიზიკურ გარდაცვალებას ვერავინ გავექცევით, ამიტომ ვისურვებ, ვიდრე ეს ბუნებრივი აუცილებლობა მოგვაკითხავს, მანამდე აყროლებულ ბარგად არ გვქონდეს გამხდარი ჩვენივე ნებით ჩაკლული მორალი,” – აღნიშნა მინდია გოდერძიშვილმა იმ შენობაში გამართულ შეხვედრაზე, სადაც წლების განმაბვლობაში გორის დემოკრატიის სკოლის მსმენელებს ლექციები უტარდებოდათ.

დაკავშირებული სტატიები

www.metalab.ge

ანალიტიკური ცენტრი

TOP.GE

მოიწონე გვერდი

ბოლო სიახლეები

© metalab.ge –  საიტი შექმნილია  IWPR – ის მხარდაჭერით.