“გუნდის ლიდერობა და მოტივაცია” – ეს იყო ტრენინგის თემა, რომელიც შვედური ორგანიზაციის “სამოქალაქო უფლებების დამცველების” (CRD) საქართველოს წარმომადგენლობამ ადგილობრივი პარტნიორებისთვის გამართა. კურსის გავლის შემდეგად, ორგანიზაციებმა, რომლებიც ადამიანის უფლებებისა და ქვეყანაში დემოკრატიული რეფორმების გაძლიერებისთვის მუშაობენ, მეტად გააანალიზეს, თუ როგორაა შესაძლებელი მაღალი დონის გუნდის შექმნა საერთო მიზნების მისაღწევად, მოტივაციისა და განვითარების თანამედროვე მეთოდები/ინსტრუმენტების გამოყენებით.
“პარტნიორებს ჰქონდათ შესაძლებლობა ამ შეხვედრაზე გაეზიარებინათ წარუმატებლობისა და წარმატებების გამოცდილება, ასევე გაეუმჯობესებინათ უკუკავშირის მიწოდების კუთხით საჭირო უნარები.. ვფიქრობთ, ტრენინგმა ხელი შეუწყო SPO პროგრამის მიზნის მიღწევას, საქართველოში სამოქალაქო საზოგადოების აქტორების შესაძლებლობების გაძლიერებისა და ამ პროცესში CRD როლის გამოკვეთის შესახებ”, – აღნიშნა CRD-ის პროგრამის ოფიცერმა საქართველოში, მორეტა ბობოხიძემ.
შეხვედრის მონაწილე პარტნიორებს შორის იყო “ქართული მედია ჯგუფიც”, რომელიც შვედური ორგანიზაციის “სამოქალაქო უფლებების დამცველების” მხარდაჭერით, შიდა ქართლის რეგიონში ქალებსა და ახალგაზრდებს კიბერუსაფრთოებისთვის საჭირო უნარების გაუმჯობესებაში ეხმარება.