სერვისები “გორმედი” რეგიონის მაცხოვრებლებს უფასო ამბულატორიულ ფსიქიატრიულ მომსახურებას სთავაზობს

“გორმედი” რეგიონის მაცხოვრებლებს უფასო ამბულატორიულ ფსიქიატრიულ მომსახურებას სთავაზობს

metalab.ge

სამედიცინო ქსელი “გორმედი“ სათემო ამბულატორიულ ფსიქიატრიული მომსახურების პროგრამას ახორციელებს.

მომსახურების მიღება იმ შემთხვევაში შეგიძლიათ, თუ ცხოვრობთ გორის, კასპის და ქარელის ტერიტორიაზე. ნებისმიერი ასაკის მქონე პირი ამბულატორიას მიმართავს პირველადი ჯანდაცვის ექიმის ან ფსიქიატრიული სამსახურების მიმართვის საფუზველზე ან თვითდინებით.

„მომსახურება ხორციელდება ბიო-ფსიქო-სოციალური მოდელისა და მულტიდისციპლინური გუნდური მიდგომით – ფსიქიატრის, ექთნის, სოციალური მუშაკის ან ფსიქოლოგის მონაწილეობით. მომსახურება ხორციელდება ოფისში, ბინაზე/თემში,  სახელმწიფო მზრუნველობის ქვეშ მყოფი 18 წლამდე ბავშვების შემთხვევაში კი – მცირე საოჯახო ტიპის სახლში. (ტერიტორიული პრინციპის დარღვევით მიმართულ პაციენტთა მომსახურება დასაშვებია პაციენტის განცხადების საფუძველზე, თუკი სერვისის მიმწოდებელს შესაბამისი რესურსი გააჩნია), – განმარტავენ „გორმედში.“

ფსიქიკური ჯანმრთელობის სპეციალისტის გადაწყვეტილებით, 2 თვის განმავლობაში ადგილზე 4 ვიზიტი  ხორციელდება.

მომსახურებას ცენტრალური ხელისუფლება აფინანსებს. სერვისით სარგებლობა ნებისმიერი ასაკობრივი ჯგუფისთვისაა შესაძლებელი. მათ შორის, მათთვის,  რომლებიც მიეკუთვნებიან შემდეგი დიაგნოზის მქონე პირებს (შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსით ან მის გარეშე):

  • F00-F09 – ორგანული ბუნების აშლილობანი, სიმპტომატურ აშლილობათა ჩათვლით
  • F20-F29 -შიზოფრენია, შიზოტოპური აშლილობანი
  • F30-F39 – აფექტური აშლილობანი
  • F43 – რეაქცია მწვავე სტრესზე და ადაპტაციის დარღვევებზე
  • F70-F79 – გონებრივი ჩამორჩენა
  • F80-F89 – ფსიქიკური განვითარების დარღვევები
  • F90-F98 – ბავშვთა და მოზარდთა ასაკში დაწყებული ქცევითი და ემოციური აშლილობანი.

რა სახის მომსახურებას უზრუნველყოფს სამედიცინო დაწესებულება?

  • პირველადი კონსულტაცია, დიაგნოსტიკა
  • პირის მეთვალყურეობაზე აყვანა (პაციენტის სურვილის შემთხვევაში) და უწყვეტი ზრუნვა.
  • მკურნალობა და ექიმ-ფსიქიატრის მიერ დანიშნული მედიკამენტებით უზრუნველყოფა.
  • სოციალური მხარდაჭერა, თემში არსებულ სამედიცინო (პირველადი ჯანდაცვა) და სოციალურ სერვისებთან მჭიდრო თანამშრომლობა.

სოციალურ სერვისზე კონსულტაციის მისაღებად, შეავსეთ ფორმა – https://forms.gle/P426GwL3ALJ4APXQ8

დაკავშირებული სტატიები

www.metalab.ge

ანალიტიკური ცენტრი

TOP.GE

მოიწონე გვერდი

ბოლო სიახლეები

© metalab.ge –  საიტი შექმნილია  IWPR – ის მხარდაჭერით.