სიახლეები გორის ყოფილი მერი წყალმომარაგების კომპანიაში ფილიალის უფროსად დაინიშნა

გორის ყოფილი მერი წყალმომარაგების კომპანიაში ფილიალის უფროსად დაინიშნა

metalab.ge

წყალმომარაგების კომპანიაში შიდა ქართლის რეგიონული ფილიალის ხელმძღვანელად კონსტანტინე თავზარაშვილი დაინიშნა. გორის ყოფილი მერი ახალ სამსახურში მუშაობას დღეიდან შეუდგა. ამბობს, რომ წყალმომარაგების კომპანიასთან ურთიერთობა, დაკავებული თანამდებობიდან გამომდინარე ადრეც ჰქონია, ახლა უკვე ამ სფეროში არსებულ ვითარებას გორთან ერთად კასპის, ქარელის და ხაშურის მუნიციპალიტეტებშიც გაეცნობა.

“დღეს მქონდა პირველი სამუშაო დღე გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიაში. დავინიშნე გორის, ქარელის ხაშურის და კასპის რეგიონული ფილიალის ხელმძღვანელად. ამ სამსახურთან კომუნიკაცია მერობის პერიოდშიც მიწევდა და უცხო ნამდვილად არ არის ეს სფერო. ძალიან კარგი გუნდი დამხვდა, ვიმუშავებთ კონკრეტულ გეგმებზე და ვფიქრობ, რომ რეგიონში ბევრი მნიშვნრელოვანი საკითხის გადაჭრას შევძლებთ. რაც შეეხება ანაზღაურების თემას, ხელფასი თითქმის იმდენივეა, რაც მერობისას მქონდა”, – აღნიშნა კონსტანტინე თავზარაშვილმა.

კონსტანტინე თავზარაშვილამდე აღნიშნული თანამდებობა ბაჩანა გვიანიშვილს ეკავა, რომელმაც სამსახური 2021 წლის ზაფხულში დატოვა. ამ დრომდე, შიდა ქართლში, წყალმომარაგების კომპანიის რეგიონული ფილიალის ხელმძღვანელის პოზიცია ვაკანტური იყო.

დაკავშირებული სტატიები

www.metalab.ge

ანალიტიკური ცენტრი

TOP.GE

მოიწონე გვერდი

ბოლო სიახლეები

© metalab.ge –  საიტი შექმნილია  IWPR – ის მხარდაჭერით.