გორის უნივერსიტეტის ლექტორ-მასწავლებლების და სტუდენტების უმრავლესობა ქვეყანაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით ამ დრომდე დუმილს ამჯობინებს. ერთეული შემთხვევენის გარდა ახალგაზრდების, მათ შორის გორის უნივერსიტეტის კურსდამთავრებულის, ავთანდილ ტიტვინიძის სასტიკად ცემის ფაქტზე არანაირი განცხადება ან რაიმე სახის მხარდაჭერა უნივერსიტეტს არ გაუვცრელებია.
![](https://metalab.ge/wp-content/uploads/2024/12/signal-2024-12-05-193925_002-768x1024.jpeg)
სტუდენტების ნაწილი, რომელიც ევროინტეგრაციის შეჩერებას და მომიტინგეების დაკავება-ცემას აპროტესტებს ამბობს, რომ გორის უნივერსიტეტის სტუდენტებზე ზემოქმედებას სტუდენტური თვითმმართველობის ხელმძღვანელი ლიზი ბალახაშვილი ცდილობს, რომელიც ერთის მხრივ აცხადებს, რომ “უნივერსიტეტი არა პოლიტიკურია” და მეორე მხრივ ის “ქართული ოცნების” ახალგაზრდული ფრთი წევრია და მონაწილეობს პარტიული აქტივის დახურულ შეხვედრებზეც.
![](https://metalab.ge/wp-content/uploads/2024/12/Screenshot-2024-12-05-090637-1024x478.png)
ლიზი ბალახაშვილი სატელეფონო ზარებს არ პასუხობს, ჟურნალისტებს კი უნივერსიტეტის შენობაში შესვლის საშუალებას არ აძლევენ.