მსოფლიო აშშ-ს ოფიციალური პირები რუსეთთან მოლაპარაკებისთვის ემზადებიან

აშშ-ს ოფიციალური პირები რუსეთთან მოლაპარაკებისთვის ემზადებიან

metalab.ge

ამერიკელი ოფიციალური პირები ამ კვირაში რუსეთთან მოლაპარაკებებისთვის ემზადებიან, რათა უკრაინაში ომის დასრულების გზები მოიძებნოს. როგორც მსოფლიოს სხვადასხვა მედია წერს, ამ პროცესში ევროპას და თავად უკრაინას როლი საერთოდ არ გააჩნიათ. ამის საპასუხოდ, ევროპელი ლიდერები დღეს პარიზში საგანგებო შეხვედრას მართავენ, რათა კოორდინაცია მოახდინონ პრეზიდენტ ტრამპის მიერ, მოსკოვთან დაწყებულ მოლაპარაკებებზე რეაგირებისთვის.

პარიზის მოლაპარაკებების წინ, ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა კეირ სტარმერმა მზაობა გამოთქვა უკრაინის გრძელვადიანი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. მისი თქმით, ბრიტანეთი მზადაა ჯარები გაგზავნოს, რათა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს წინააღმდეგობა გაუწიონ.

ამასთან, აშშ-ს ვიცე-პრეზიდენტ ჯეი დი ვენსისა და თავდაცვის მდივან პიტ ჰეგსეტის ბოლო განცხადებებმა გააძლიერა შიშები, რომ აშშ ევროპასთან კავშირებს შეასუსტებს და მოსკოვთან დაახლოებას გადაწყვეტს. ანალიტიკოსების შეფასებით, ეს პუტინისთვის უპრეცედენტო გამარჯვება იქნება – გაცილებით დიდი, ვიდრე მის მიერ უკრაინაში დასახული ნებისმიერი მიზანი.

პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ შაბათ-კვირას კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინა “არასოდეს” მიიღებს აშშ-სა და რუსეთის მიერ გაფორმებულ სამშვიდობო შეთანხმებას, თუ კიევს მასში მონაწილეობა არ ექნება.

ზელენსკიმ ასევე უარყო პრეზიდენტ ტრამპის წინადადება, რომლის მიხედვითაც უკრაინას თავისი მინერალური რესურსების ნახევარი უნდა დაეთმო აშშ-ის მხარდაჭერის სანაცვლოდ.

დაკავშირებული სტატიები

www.metalab.ge

ანალიტიკური ცენტრი

TOP.GE

მოიწონე გვერდი

ბოლო სიახლეები

© metalab.ge –  საიტი შექმნილია  IWPR – ის მხარდაჭერით.