ნატო-სა და ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანების მიმართ მოსახლეობის მხარდაჭერა გაზრდილია. ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის კვლევა, სადაც მონაწილეობა 3000-მდე მოქალაქემ მიიღო, 2021 წლის დეკემბერს მოიცავს.
კვლევის შედეგად აღმოჩნდა, რომ 2020 წლის ივნისის მონაცემებთან შედარებით, 2021 წლის დეკემბრის მონაცემებით, ნატო-ს მიმართ მხარდაჭერა გაზრდილია 8 პროცენტით, ხოლო ევროკავშირის მიმართ 7 პროცენტით.
2021 წლის დეკემბერში, ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) მიერ ჩატარებული კვლევა აჩვენებს, რომ მოსახლეობა აქტიურად უჭერს მხარს საქართველოს მთავრობის გაცხადებულ მიზანს საქართველო გახდეს ნატო-სა (77%) და ევროკავშირის (83%) წევრი ქვეყანა.
“კვლევა კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ნატო-სა და ევროკავშირში გაწევრიანება საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობის ურყევი ნებაა, რაც დამყარებულია ქართველი ხალხის ევროპულ ოჯახში დაბრუნების იდეაზე. საქართველოს ევროკავშირსა და ნატო-ში გაწევრიანება მთავრობის საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს”, -აცხადებენ მმართველ გუნდში.