“ნატოში წევრობამდე აშშ-ს მხრიდან დამატებითი უსაფრთხოების გარანტიები საქართველოსა და უკრაინისთვის, რაც არ გულისხმობს უარს ნატოზე, არ არის ახალი მოთხოვნა და ბოლო წლებია ამის შესახებ საქართველოში საექსპერტო საზოგადოების მხრიდან ისმის. მათ შორის ჯერ კიდევ შარშან, აქ აშშ-ს სახელმწიფო მდივნის ვიზიტისას ამერიკული სამხედრო ბაზების საქართველოში განლაგების თხოვნა იყო გახმოვანებული.
მიუხედავად იმისა, რომ აშშ-ს არამოკავშირე ძირითად მოკავშირეთა ამ ჯგუფში გაწევრიანებულია ის ქვეყნები, რომლებსაც არ სურთ ნატოს წევრობა, ეს ავტომატურად ნატოზე უარი არ არის. ეს მიმართვა აშშ-ს მხრიდან მეტი უსაფრთხოების გარანტიების მიცემას გულისხმობს, მათ შორის თავდაცვის სფეროში. ომის დასრულებამდე უკრაინაში არამგონია რამე სიახლე ვნახოთ, თუმცა ის რომ ამერიკის ლიდერობა იმ ქვეყნების უსაფრთხოების დაცვისთვის, ვისაც რუსეთის მხრიდან პირდაპირი სამხედრო საფრთხე აქვს და მათთვის მეტი უსაფრთხოების გარანტიების მინიჭება მნიშვნელოვანია რუსეთის შესაკავებლად, ეს ფაქტია”, წერს პარლამენტის წევრი თეონა აქუბარდია.