ტექნოლოგიები GMG – აცხადებს მსმენელების მიღებას ეროვნული უსაფრთხოების ექსპრეს კურსზე

GMG – აცხადებს მსმენელების მიღებას ეროვნული უსაფრთხოების ექსპრეს კურსზე

metalab.ge

“ქართული მედია ჯგუფი” გორში აცხადებს მსმენელების მიღებას უსაფრთხოების კურსზე, 2023 წლის მეორე ნაკადის დასაკომპლექტებლად. კურსი 3 თვიანია, შეხვედრების განრიგი კი შერჩეულ მონაწილეებთან შეთანხმებით გაიწერება. კურსი მოიცავს ამ სფეროს ექსპერტის, ლაშა პატარაიას მასტერ კლასებს უსაფრთხოების თემებზე, რომლებიც აქამდე, ჯერ არასდროს ყოფილა ხელმისაწვდომი.

მონაწილეები (აუცილებელია იყოს სრულწლოვანი) უფასოდ დაეუფლებიან შემდეგ თემებს:

  • კიბერუსაფრთხოება/ფიშინგი
  • დეზინფორმაციისა და პროპაგანდის საფრთხეები, ყალბი ამბების გავლენების შედეგად
  • ეროვნული უსაფრთხოება
  • რისკის შეფასება, სტრესის მართვა და პირველადი ფსიქოლოგიური დახმარება
  • დაზვერვა და ინფორმაციის მოძიება/დამუშავება ღია წყაროებზე ხელმისაწვდომობით (OSINT)

კურსის დასრულებამდე, მონაწილეები კვლევაში ჩაერთვებიან და წარმოადგენენ საკუთარ სასერტიფიკატო ნაშრომს, რომელიც მათივე ავტორობით გამოქვეყნდება MetaLab.ge – ზე და ხელმისაწვდომი იქნება სხვა დაინტერესებული პირებისთვის, რომლებმაც შესაძლოა მათი ნამუშევრები წყაროდ გამოიყენონ.  დაინტერესებულმა პირებმა უნდა შეავსონ სააპლიკაციო ფორმა 2023 წლის 15 ივნისამდე. მონაწილეთა შერჩევა დასრულდება 20 ივნისამდე.

პროექტი “ქართული მედია ჯგუფის” პროექტის ფარგლებში ხორციელდება, რომელიც მხარდაჭერილია შვედური ორგანიზაციის, Civil Rights Defenders მიერ.

კითხვების შემთხვევაში დაგვიკავშირდით: metalab.ge@gmail.com ან kartligroup@gmail.com

დაკავშირებული სტატიები

www.metalab.ge

ანალიტიკური ცენტრი

TOP.GE

მოიწონე გვერდი

ბოლო სიახლეები

© metalab.ge –  საიტი შექმნილია  IWPR – ის მხარდაჭერით.