სიახლეები Cyber Caliphate – კიბერ ტერორისტული დაჯგუფება, რომლის მართვაში ბრიტანეთმა რუსეთი დაადანაშაულა

Cyber Caliphate – კიბერ ტერორისტული დაჯგუფება, რომლის მართვაში ბრიტანეთმა რუსეთი დაადანაშაულა

metalab.ge

ავტორი: ლიკა კალმახელიძე

კიბერ დანაშაულს წარმოადგენს ნებისმიერი მართლსაწინააღმდეგო ქმედება, რომელიც ჩადენილია კომპიუტერული სისტემის გამოყენებით კიბერ სივრცეში. 21–ე საუკუნეში სწრაფი ტექნოლოგიური პროგრესის პარალელურად, კიბერ რისკების რაოდენობა მნიშვნელოვნად მატულობს. თანამედროვე პერიოდში კიბერდანაშაულის საკმაოდ გავრცელებულ შემთხვევებია: ონლაინ თაღლითობა, კომპიუტერულ სისტემასთან უნებართვო წვდომა, ბავშვთა ონლაინ პორნოგრაფია, კომპიუტერული სისტემისა და მონაცემის უნებართვოდ გამოყენება და ა.შ.

კიბერ დანაშაულის მზარდი სტატისტიკა ძირითადად განპირობებულია კიბერ საკითხებზე საზოგადოების დაბალი ცნობიერებით. კიბერ დამნაშავეები ძირითადად იყენებენ ფიშინგის, სპამის მეთოდებსა და სხვადასხვა მავნე პროგრამებს. აღნიშნულიდან გამომდინარე სსიპ – მონაცემთა გაცვლის სააგენტომ შეიმუშავა ზოგადი ინსტრუქციები, რომელებიც წარმოადგენს პრაქტიკული წესების ერთობლიობას ინტერნეტ რესურსებით უსაფრთხო სარგებლობის შესახებ.

ამ ყველაფერთან ერთად, კომპიუტერის, ქსელის და საინფორმაციო ტექნოლოგიების საშუალებით განხორციელებული ქმედება, რომელიც მიზნად ისახავს ხელი შეუშალოს ჯგუფის, ორგანიზაციის ან სახელმწიფოს პოლიტიკურ, სოციალურ თუ ეკონომიკურ საქმიანობას ან ახდენს ფიზიკური ძალადობის და შიშის პროვოცირებას და მოტივირებულია ტრადიციული ტერორისტული იდეოლოგიებით, კვალიფიცირდება, როგორც კიბერ ტერორისტული ქმედება.

აშშ-ის გამოძიების ფედერალური სამსახურის განსაზღვრებით, კიბერტერორიზმი ეწოდება კომპიუტერულ სისტემებზე, პროგრამებზე, მონაცემებსა და ინფრომაციაზე განზრახ, პოლიტიკურად მოტივირებულ თავდასხმას, რაც გამოიწვევს ძალადობას არასამხედრო სამიზნეების მიმართ.

NATO – ს განსაზღვრებით, კიბერ ტერორიზმი არის კომპიუტერის ან საკომუნიკაციო ქსელის მეშვეობით განხორციელებული იდეოლოგიურად მოტივირებული კიბერშეტევა, რომლის მიზანია მნიშვნელოვანი განადგურების ან შეფერხების გამოწვევით შიშის დათესვა ან საზოგადოების დაშინება .

ტერორისტული დაჯგუფების ან ექსტრემისტულად განწყობილ პირთა მიერ კომპიუტერული ქსელებისა და ელექტრონული სერვისების კონფიდენციალურობაზე, ერთიანობასა და ხელმისაწვდომობაზე ზემოქმედებისკენ მიმართული შეტევები ძირითადად მოიცავს კომპიუტერული ქსელების დაზიანების, სერვისის შეფერხების და კომპიუტერული ქსელის ან არასანქცირებული წვდომის შედეგად ქსელიდან მიღებული ინფორმაციის ტერორისტული მიზნებით გამოყენების მცდელობებს.

დღეისათვის ყველაზე ძლიერ და შესაბამისად, საფრთხის შემცველ კიბერ ტერორისტულ დაჯგუფებას წამოადგენს Cyber Caliphate, რომელიც ტერორისტულ ორგანიზაცია დაეშთან ასოცირდება. მისი ერთ-ერთი ლიდერი, არაბული წარმოშობის, დიდი ბრიტანეთის მოქალაქე ჯუნაიდ ჰუსეინი, იგივე აბუ ჰუსეინ ალ-ბრიტანი. ბრიტანეთის მთავრობის ანგარიშის თანახმად, ე.წ. “კიბერ ხალიფატი” , რომელიც “ისლამური სახელმწიფოს” ონლაინ ჰაკერების ფრთად ითვლება, მოქმედებს არასახელმწიფოებად, მაგრამ სინამდვილეში მას რუსეთის სახელმწიფო მართავს. ბოლო მონაცემებით, კიბერ ხალიფატი თავს იწონებდა ჰაკერების ვირტუალურ არმიად, ათეულობით ქვეყნიდან, რომლებიც აშკარად მოქმედებდენ, როგორც ისლამური სახელმწიფოს ონლაინ მკლავი.

ჯუნაიდ ჰუსეინი იყო ისლამური სახელმწიფოს ყველაზე ნაყოფიერი ინგლისურენოვანი სოციალური მედიის პროპაგანდისტი, რომელიც მუშაობდა გაერთიანებულ სამეფოში, შეერთებულ შტატებში და მის ფარგლებს გარეთ, ტერორისტული თავდასხმების განსახორციელებლად.

სანამ სირიაში ჯიჰადს შეუერთდებოდა, ჰუსეინი იყო გაერთიანებული სამეფოს ჰაკერების კოლექტივის ნაწილი, რომელიც ყურადღებას ამახვილებდა მუსლიმების მიმართ აღქმულ უსამართლობაზე საიდან გამომდინარეც იყო განპირობებული ყველა მისი ქმედება.

გახმაურებული კიბერშეტევებს მიეკუთვნება აშშ-ს ცენტრალური სარდლობის „Twitter“-ის და „Youtube“-ის ანგარიშების გატეხვა, ასევე თავდასხმა გამომცემლობაზე – Newsweek. დაჯგუფების შეტევები არ ატარებს ეკონომიკურ ხასიათს, მათი მიზანია პროპაგანდისტული საქმიანობა, ინფორმაციის მოპოვება და მნახველთა დიდი რაოდენობის მქონე ვებ-გვერდებზე ჯიჰადისტური მოწოდებების (მათ შორის მუქარის შემცველი) გამოქვეყნება, ასევე სოციალური მედიის საშუალებით მიმდევართა რეკრუტინგი. სოციალური მედიისადმი ყურადღებას ის ფაქტიც ადასტურებს, დაეშს ათიათასობით ინგლისურენოვანი მიმდევარი ჰყავს Twitter-ზე. ასევე აქტიურად გამოიყენება სპეციალური მედია პლატფორმები პოტენციურ ახალწვეულებზე მიმართვის მიზნით. ასევე არსებობს მონაცემები, რომ თალიბანის მებრძოლებმა ხელში ჩაიგდეს მოწყობილობა, რომელიც შეიცავს ცენტრალიზებულ მონაცემთა ბაზებზე დაშვების მქონე პერსონალის თვალის რქოვანის და თითის ანაბეჭდებს, ასევე მათ ბიოგრაფიულ მონაცემებს. მართალია, ეს ვერ უზრუნველყოფს ამ ბაზებზე თალიბანის წევრთა წვდომას, მაგრამ მნიშვნელოვან მონაცემებს შეიცავს სამომავლო ტერაქტების განსახორციელებლად.

მოძიებული მასალებიდან ირკვევა, რომ კიბერ დანაშაული კიბერ სამართალში მზარდი სფეროა, რისთვისაც საჭიროა მრავალი ნაბიჯის გადადგმა. მნიშვნელოვანია, დალაგდეს სხვადასხვა სამართლებრივი მექანიზმი კიბერდანაშაულის კონტროლისა და აღკვეთის მიზნით. მაგალითად, ამერიკის შეერთებულ შტატებში სასამართლოებმა უკვე დაიწყეს კიბერსივრცეში არსებული თაღლითური ქმედებებისა და კიბერდანაშაულების შემჩნევა და ამ მხრივ არერთი სერიოზული საქმე იქნა განხილული. თუმცაღა კიდევ ბევრი საქმეა გასაკეთებელი ამ სფეროში.

ადამიანის გონება საკმაოდ გამჭრიახია იმისათვის, რომ შექმნას დანაშაულის ჩადენის ახალი ხერხები, ამასთან თანამედროვე ტექნოლოგიების შესაძლებლობები გამოყენებული უნდა იყოს ეფექტური სამართლებრივი და მარეგულირებელი მექანიზმების განვითარებისათის, რათა მკაცრად და ოპერატიულად გაკონტროლდეს კიბერდანაშაულის გეგმა, მის აღსაკვეთად და პრევენციიისთვის.

დაკავშირებული სტატიები

www.metalab.ge

ანალიტიკური ცენტრი

TOP.GE

მოიწონე გვერდი

ბოლო სიახლეები

© metalab.ge –  საიტი შექმნილია  IWPR – ის მხარდაჭერით.