გენერალმა დევი ჭანკოტაძემ გადაცემაში “პირველი ხაზი”, რუსეთის მიერ ბიოლოგიური და ქიმიური იარაღის გამოყენების საკითხზე ისაუბრა. ის არ გამორიცხავს, რომ COVID-19 ს წორედ რუსეთიდან იყოს გავრცელებული, ბიოლოგიური იარაღის გამოყენების სწავლების შედეგად, რა დროსაც მისი ინფორმაციით აფეთქება მოხდა.
“რაც შეეხება ბიოლოგიურ და ქიმურ იარაღს, მე საერთოდ ეჭვი მაქვს და ჩემი ინფორმაციით, როდესაც ეს კოვიდის ვირუსი გავრცელდა მთელს მსოფლიოში, ეს არის წამოსული რუსეთიდან, კერძოდ ნოვოსიბირსკია ესეთი ქალაქი, სადაც არის ლაბორატორია რუსების, ე.წ “ვექტორი”, იქ მოხდა აფეთქება რამდენიმე თვით ადრე, კოვიდის გავრცელებამდე, როდესაც ჩინელების და რუსების ერთობლივი სწავლება მიმდინარეობდა. ბიოლოგიური სწავლება იყო მაგ ქალაქში და სწორედ მას შემდეგ გავრცელდა ეს ვირუსი. სხვათაშორის ჩინეთის სპეცნაზი იქ უხანიდან იყო ჩასული . ზუსტად ნოვოსიბირსკის სწავლების შემდეგ გავრცელდა კორონავირუსი. ჩინელებმა ეს იციან, მაგრამ რატომღაც ხმას არ იღებენ”, – აღნიშნა დევი ჭანკოტაძემ.