საქართველოში COVID-19-ის პირველი შემთხვევიდან 2 წელი გავიდა
2020 წლის ზამთრის მიწურულს, საქართველოში COVID-19-ის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა. მას შემდეგ საქართველოში 1,6 მილიონზე მეტი შემთხვევა და 16 ათასზე მეტი გარდაცვალება დაფიქსირდა.
“მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ 16 ათასზე მეტ ადამიანს ვგლოვობთ, ჩვენ ასევე აღვნიშნავთ რეკორდულ დროში უსაფრთხო და ეფექტური ვაქცინების შექმნას და განაწილებას. საქართველოში 2,8 მილიონზე მეტი დოზა ვაქცინის ადმინისტრირება მოხდა, რამაც მრავალი სიცოცხლე გადაარჩინა“, – ამბობს WHO-ს წარმომადგენელი საქართველოში სილვიუ დომენტე.
ომიკრონის ტალღა
ახლა, როცა პანდემიის მესამე წელი იწყება, შევდივართ ახალ ფაზაში, რომელიც ხასიათდება რეგიონში უაღრესად გადამდები ომიკრონ ვარიანტის გავრცელებით დასავლეთ ევროპიდან აღმოსავლეთ ევროპისაკენ.
მათ, ვისაც ხელი მიუწვდება ვაქცინაზე, განსაკუთრებით რისკ-ჯგუფებში შემავალმა ადამიანებმა, აუცილებლად უნდა ჩაიტარონ სიცოცხლის გადამრჩენი ვაქცინაციის სრული კურსი. ეს არის მთავარი გზა რათა თავიდან ავიცილოთ საავადმყოფოების გადატვირთვა და შევძლოთ COVID-19 და სხვა პაციენტების მკურნალობა.
“მიუხედავად იმისა, რომ 2020 წლის 26 თებერვლიდან მოყოლებული დიდი გზა გავიარეთ, ჯერ კიდევ ნაადრევია იმის ვარაუდი, რომ COVID-19 საქართველოში ენდემური ხდება. ვირუსი რჩება არაპროგნოზირებადი, უაღრესად გადამდები და არავაქცინირებული ადამიანების სიცოცხლისათვის საშიში. დროთა განმავლობაში, COVID-19 შესაძლოა ენდემური გახდეს, მაგრამ ახლა დანებების დრო არ არის. იმედი მაქვს, რომ საქართველოში ამ პანდემიის საგანგებო ფაზას 2022 წელს დავასრულებთ, მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მასთან საბრძოლველად ყველა გაერთიანდება – პოლიტიკოსები, ხალხი და მეცნიერები.“-აცხადებენ ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლები.
COVID-19 – ის 2 წლიანი სტატისტიკა საქართველოში
საქართველოს WHO-ს ევროპის რეგიონში ინციდენტობის ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელი აქვს. COVID-19-ის შემთხვევათა დადასტურებული რაოდენობა 1 605 472 -ია. ერთ მილიონ მოსახლეზე – 432,000 შემთხვევა.
ვაქცინის მინიმუმ ერთი დოზა აქვს გაკეთებული 36,2% -ს ანუ 1,349,953 ადამიანი. WHO-ს ევროპის რეგიონის 53 ქვეყანას შორის საქართველოს 49-ე ადგილი უკავია.
ამ დროისთვის, ვაქცინათა რაოდენობა 10-ს შეადგენს, რომელთაც მინიჭებული აქვთ WHO-ს მიერ საგანგებო ვითარებაში გამოყენების დაშვება.
სრულად ვაქცინირებული ადამიანებისთვის 90% -სთვის მცირდება ჰოსპიტალიზაციის რისკი. სრული ვაქცინაციის შემთხვევაში სიკვდილის რისკი 99,8%-მდე მცირდება. (2021 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით).
COVID-19-ით გარდაცვლილთა საშუალო დღიური მაჩვენებელი, 22 -ია, COVID-19-ის პირველი შემთხვევის დაფიქსირებიდან დღემდე.
2020 წლის დეკემბრიდან 2021 წლის ნოემბრამდე COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინებმა ევროპის 33 ქვეყანაში 60+ ასაკის 470,000 ადამიანი გადაარჩინა სიკვდილს.
მედ-პერსონალის მიერ გლობალურად ადმინისტრირებული ვაქცინების საერთო რაოდენობა 10,4 მილიარდია, რომელთაგან 1,4 მილიარდი ადმინისტრირებულია WHO-ს ევროპის რეგიონში და 2,8 მილიონზე მეტი კი – საქართველოში.
COVID-19-ით ინფიცირებული ადამიანების უმეტესობა სრულიად ჯანმრთელდება. მიუხედავად ამისა, არსებული მტკიცებულებები მიუთითებს იმაზე, რომ ადამიანების დაახლოებით 10-20%-ს აღენიშნება პოსტ-კოვიდური მდგომარეობა ანუ ხანგრძლივი კოვიდი.
საერთაშორისო კვლევამ აჩვენა, რომ წინა ხაზზე მომუშავე სამედიცინო პერსონალის 43% განიცდის შფოთვის მნიშვნელოვან დონეს, ხოლო ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში მომუშავე მედ-პერსონალის დაახლოებით 40% აკმაყოფილებს პოსტ-ტრავმული სტრესული აშლილობის კლინიკურ ზღვარს.
2021 წლის იანვრიდან მარტამდე, WHO-ს ევროპის რეგიონის ყოველი 3 ქვეყნიდან 1-ში აღინიშნა შეფერხება არაგადამდებ დაავადებებთან დაკავშირებული ჯანდაცვის სერვისის მიწოდების მხრივ. კიბოს სკრინინგი ყველაზე მეტად შეფერხებულ სერვისებს შორისაა.
პანდემიამ, გაანულა სიღარიბის შემცირებისკენ გადადგმული ნაბიჯები. 2021 წლის ბოლოსთვის WHO-ს ევროპის რეგიონში სიღარიბის დღიურ ზღვარს (5,50 აშშ დოლარი) მიღმა აღმოჩნდა დამატებით 4,3 მილიონი ადამიანი.