რუსეთს სურს უკრაინაში გამარჯვება 9 მაისამდე გამოაცხადოს. ამერიკული დაზვერვა თვლის, რომ რუსეთს დონბასის სრული კონტროლის ქვეშ მოქცევა 9 მაისამდე სურს. ამის შესახებ CNN დაზვერვის წყაროებზე დაყრდნობით იუწყება.
ტელეკომპანიის ინფორმაციით, რუსეთი ახლა აპირებს ყურადღება გადაიტანოს დონბასზე. დანარჩენ უკრაინაში როგორც CNN წერს რუსეთის სახმელეთო ჯარები “ვერ ინარჩუნებენ კონტროლს იმ ტერიტორიებზე, სადაც იბრძვიან“.
CNN-ის ცნობით, დონბასის შემთხვევაში, რუსეთს მეტი შანსი აქვს. წყაროები ამბობენ, რომ რუსეთის პრეზიდენტი გეგმავს 9 მაისამდე რაიმე წარმატებას მიაღწიოს, რადგან გამარჯვების დღეს მისთვის სიმბოლური მნიშვნელობა აქვს.
“პუტინი გამარჯვების აღლუმს მოაწყობს 9 მაისს, მიუხედავად [მიმდინარე] ომისა თუ სამშვიდობო მოლაპარაკებების სტატუსისა“,- განუცხადა CNN-ს ევროკავშირის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელმა.
მისი აზრით, რუსეთის პრეზიდენტი ემზადება ხანგრძლივი და გაჭიანურებული ომისთვის ჩეჩნური სცენარის მიხედვით.