“ქართული მედია ჯგუფის” პროექტის ფარგლებში გორში ხელოვნური ინტელექტის უსაფრთხო სივრცე „მეტალაბი“ ინტენსიურ ტრენინგ კურსს მასპინძლობს, რომელიც ევროკავშირისა და კონრად ადენაუერის ფონდის მხარდაჭერით ხორციელდება.
პროექტის მონაწილეები AI ინსტრუმენტების გამოყენებას სწავლობენ, ინფორმაციის მოძიების, ანალიზისა და გავრცელებისთვის, ცენზურის პირობებში. აკადემია ითვალისწინებს პრაქტიკულ და თეორიულ სესიებს, რომელთა ფარგლებში მსმენელები ეუფლებიან ისეთ ტექნოლოგიებს, როგორიცაა ტექსტის გენერაცია, ავტომატიზებული დაშიფვრა, ვირტუალური ასისტენტები, OSINT ინსტრუმენტები და სხვა.