რეგიონი“ქართული მედია ჯგუფი” 11 წელია ეროვნულ ინტერესებს ემსახურება

“ქართული მედია ჯგუფი” 11 წელია ეროვნულ ინტერესებს ემსახურება

metalab.ge

GMG – 11 წლისაა. ა(ა)იპ  – ,,ქართული მედია ჯგუფი“ შიდა ქართლში არის ერთ-ერთი სანდო უფლებადაცვითი, კვლევითი, მედია ორგანიზაცია, რომელიც დაფუძნდა 2014 წლის ოქტომბერში დაფუძნდა. წლების განმავლობაში ორგანიზაციამ მნიშვნელოვანი როლი შეასრულა ადამიანის უფლებების დაცვის, დემოკრატიის გაძლიერებისა და სამართლის უზენაესობის დამკვიდრებაში. ამასთან ერთად, ბოლო 5 წლის განმავლობაში საოკუპაციო ხაზთან მდებარე რეგიონში ორგანიზაციამ მნიშვნელოვანი როლი შეასრულა დეზინფორმაციისა და ყალბი ამბების მხილებისა და საზოგადოებისთვის, ფაქტებზე დაფუძნებული ინფორმაციის მიწოდებისა თუ მედიაწიგნიერების კუთხით.

„ქართული მედია ჯგუფის“ კვალიფიციური ანალიტიკოსების მიერ, ღია წყაროებზე (OSINT) დაყრდნობით, არაერთი კორუფციული სქემა გამოქვეყნდა, ყოფილი თუ ამჟამინდელი, ფორმალური თუ არაფორმალური მმართველების (მათ შორის ბიძინა ივანიშვილის ოფშორებში გადამალულ კომპანიებსა და მსოფლიო დონის თაღლითებთან თუ რუს ოლიგარქებთან კავშირებზე) საეჭვო საქმიანობებზე. გარდა ამისა, ორგანიზაცია ინტენსიურად, (ხშირად მოხალისოებრივადაც) აკვირდება და იკვლევს ხელისუფლების ყველა შტოს ქმედებებს და ადგენს მის შესაბამისობას ადამიანის უფლებების დაცვის სტანდარტებთან. გარდა ამისა ამზადებს კვლევებსა და ანგარიშებს, საქართველოში რუსული ჰიბრიდული ომისა და კიბერშეტევების პოტენციალის შესახებ, პარალელურად რეგიონში მცხოვრებ დაუცველ ჯგუფებს – მათ შორის დევნილებს, ახალგაზრდებს, ქალებს და ა.შ. უზიარებს გამოცდილებას თანამედროვე ტექნოლოგიების, მათ შორის AI ხელსაწყოების გამოყენებით, ინფომაციის გადამოწმების და უსაფრთხოების დაცვის შესაძლებლობებზე.

„ქართული მედია ჯგუფი“ მისი დაარსების დღიდან ცდილობს ხელი შეუწყოს რეგიონში პოზიტიურ ცვლილებებს და მოქალაქეთა ცნობიერების ამაღლებას ადამიანის უფლებების, მოქალაქეთა უსაფრთხოების დაცვას ქვეყანაში, რაც დემოკრატიის, მშვიდობისა და სტაბილურობის დასამკვიდრებლად აუცილებელი ფაქტორია. ეს ყველაფერი კი  თანხვედრაშია დემოკრატიის მისწრაფებების მქონე განვითარებადი ქვეყნის ინტერესებთან. 

„ქართული მედია ჯგუფის“ ადვოკატირებით არაერთმა ქალმა თუ ოჯახმა (განსაკუთრებით ომით დაზარალებულ მოსახლეობაში) მიიღო ის სიკეთეები, რაც მათი ყოველდღიური უფლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესებას უკავშირდებოდა.

მოქალაქეების ინფორმირებულობისთვის, რუსული ჰიბრიდული საფრთხეების, დეზინფორმაცია-პროპაგანდისა და კორუფციის ნიშნების გამოვლენის მიზნით, (რაც საქართველოს ეროვნულ ინტერესებს ემსახურება), ორგანიზაციას არაერთი პარტნიორი ჰყავს, რომლებიც მხარს უჭერდნენ ორგანიზაციას საქართველოს მოქალაქეთა უფლებების დაცვის პროცეში.

დაკავშირებული სტატიები