სერვისები 25 წლამდე შშმ პირებს ქარელში, 1800 ლარით ეხმარებიან

25 წლამდე შშმ პირებს ქარელში, 1800 ლარით ეხმარებიან

metalab.ge

თუ ხართ 25 წლის და მიეკუთვნებით შშმ პირთა კატეგორიას,  ქარელის მერიისგან წელიწადში ერთხელ 1800 ლარიანი დახმარების მიღება შეგიძლიათ.

პროგრამა ითვალისწინებს შშმ პირების მიერ სარეაბილიტაციო კურსის გავლას ქარელის მუნიციპალიტეტში არსებულ დღის ცენტრებში. დახმარების გაწევა ხორციელდება თითეულ შშმ პირზე წლის განმავლობაში ერთჯერადად.

პროგრამის მიზანია, ქარელის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული შეზღუდული შესაძლებლობის პირთა დახმარება, რეაბილიტაცია, რესოციალიზაცია და ინტეგრაცია.

დახმარებით სარგებლობა შეუძლიათ მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრებ ძულებით გადაადგილებული პირებსაც.

რა დოკუმენტები დაგჭირდებათ დახმარების მისაღებად?

  • განცხადება,
  • შშმ პირის პირადობის მოწმობის ასლი,
  • მეურვეობის, მზრუნველობის/მშობლის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (ასეთი არსებობის შემთხვევაში),
  • ორგანიზაციის ხელმძღვანელის თანხმობა – თანდართული ხარჯთაღრიცხვით.
  • ორგანიზაციის რეკვიზიტები, შეზღუდული შესაძლებლობის დამადასტურებელი დოკუმენტი.
  • საჭიროების შემთხვევაში სხვა დამატებითი დოკუმენტაცია.

სოციალურ სერვისზე კონსულტაციის მისაღებად, შეავსეთ ფორმა –

https://forms.gle/P426GwL3ALJ4APXQ8

დაკავშირებული სტატიები

www.metalab.ge

ანალიტიკური ცენტრი

TOP.GE

მოიწონე გვერდი

ბოლო სიახლეები

© metalab.ge –  საიტი შექმნილია  IWPR – ის მხარდაჭერით.