სიახლეები 21 აპრილს, გორში დაგეგმილ აქციას სხვა მუნიციპალიტეტებიდანაც შეუერთდებიან

21 აპრილს, გორში დაგეგმილ აქციას სხვა მუნიციპალიტეტებიდანაც შეუერთდებიან

metalab.ge

გორში, “რუსული კანონის” წინააღმდეგ კიდევ ერთი აქცია დაიგეგმა. მოქალაქეები 21 აპრილს, 16:00 საათზე, გორის ციხის მიმდებარე ტერიტორიაზე, ლომჭაბუკის სკვერში შეიკრიბებიან და ხელისუფლების იმ ქმედებებს გააპროტესტებენ, რაც ხალხის სურვილის წინააღმდეგაა მიმართული.

კი – ევროპას, არა – რუსულ კანონს” – ესაა მთავარი ლოზუნგი, რომლის გარშემოც ერთიანდებიან სხვადასხვა პროფესიის/სფეროს და სტატუსის მქონე ადამიანები. სპეციალურად აქციაზე დასასწრებად, გორში ჩასვლას ამ დღეს, სხვა მუნიციპალიტეტში მაცხოვრებლებიც გეგმავენ.

“ჩვენ, გორელები, მხარს ვუჭერთ ახალგაზრდებს, ვინც ქუჩაში დგას და აპროტესტებს რუსულ კანონს. გორშიც გამოვალთ ქუჩაში, არ დავიღლებით პროტესტით, სანამ ამის საჭიროება იქნება. 21 მაისს, 16:00 საათზე კიდევ ერთხელ ვიკრიბებით ყველა, ლომჭაბუკის სკვერში – Gen Z, მილენიალელები, Gen X და Baby Boomers – ყველა ერთად რუსული კანონის წინააღმდეგ“, – აცხადებენ ორგანიზატორები.

“რუსული კანონი” მოქალაქეებმა გორში, 18 აპრილსაც გააპროტესტეს.

დაკავშირებული სტატიები

www.metalab.ge

ანალიტიკური ცენტრი

TOP.GE

მოიწონე გვერდი

ბოლო სიახლეები

© metalab.ge –  საიტი შექმნილია  IWPR – ის მხარდაჭერით.