2021 წლის განმავლობაში საოკუპაციო ხაზის მიმდებარე ტერიტორიაზე საქართველოს 51 მოქალაქე დააკავეს. აქედან 10 აფხაზეთის, 41 კი ცხინვალის მიართულებით. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ოფიციალური ინფორმაციის თანახმად, 12 შემთხვევას ადგილი ბოლო ორი თვის განმავლობაში ჰქონდა.
ნოემბერ-დეკემბერში რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა, დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ გრემისხევის მიმდებარედ, საქართველოს ორი მოქალაქე დააკავეს.
ამავე პერიოდში მოხდა ხაშურის მუნიციპალიტეტის ოკუპირებულ სოფელ ლოპანის მიმდებარედ, საქართველოს ორი მოქალაქის დაკავება. გორის მუნიციპალიტეტის სოფელ აძვის მიმდებარედ ოთხი მაცხოვრებელი, ზემო ნიქოზის მიმდებარედ -1 მოქალაქე, ხოლო სოფელ წინაგარას მიმდებარედ ორი ადამიანი დააკავეს. სოფელ ვანელის მიმდებარედ კი -1.
ამ დროისთვის უმრავლესობის გათავისუფლება გახდა შესაძლებელი. საოკუპაციო რეჟიმი მშვიდობიან მოქალაქეებს საპატიმროებიდან ე.წ. ჯარიმის გადახდის სანაცვლოდ უშვებს.
2018 წლიდან, დე ფაქტო მთავრობებმა ჯარიმის თანხა 2000 – დან 5000 რუსულ რუბლამდე გაზარდეს. რაც იმას ნიშნავს, რომ 2021 წელს საოკუპაციო რეჟიმის ბიუჯეტში ქართული მხრიდან დაახლოებით 10 508 ლარი (255 000 რუსული რუბლი) შევიდა.
ე.წ. საზღვრის უკანონოდ დაკავების ბრალდებით, გამყოფი ზოლის მიმდებარე ტერიტორიებზე მოქალაქეების დაკავების შემთხვევები, 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ დაიწყო. 2009 წლის 1 იანვრამდე ამ ბრალდებით 5 ადამიანი დააკავეს. უკანონო დაკავებების ფაქტები შემდეგ წლებში კიდევ უფრო გახშირდა, 2013 წლიდან კი სისტემატური ხასიათი მიიღო. ბოლო რამდენიმე წლის სტატისტიკის მიხედვით დაკავებების რიცხვი შემცირებულია.
კონფლიქტის ზონაში დაკავებების სტატისტიკა 2013-2020 წლებში:

ოფიციალური ინფორმაციით, 2008 წლიდან დღემდე, საოკუპაციო ხაზთან საქართველოს მოქალაქეთა დაკავების სულ 3 285 შემთხვევა დაფიქსირდა.