სერვისები 18 წლამდე ასაკის მხედველობით შშმ პირებზე და ეტლით მოსარგებლეებზე კასპში ერთჯერადი დახმარება გაიცემა

18 წლამდე ასაკის მხედველობით შშმ პირებზე და ეტლით მოსარგებლეებზე კასპში ერთჯერადი დახმარება გაიცემა

metalab.ge

კასპში მცხოვრებ, 18 წლამდე ასაკის,  მხედველობით I ჯგუფის შშმ პირებზე,  ერთჯერადად 500 ლარიანი დახამრება გაიცემა.

დახმარების მისაღებად ბენეფიციარმა ან მისი ოჯახის სრულწლოვანმა წევრმა ან კანონიერმა წარმომადგენელმა (მშობელი, მშვილებელი, მეურვე/მხარდამჭერი, მზრუნველი ან ნდობით აღჭურვილი პირი) ან მინდობილმა პირმა კასპის მუნიციპალიტეტის მერიას უნდა მიმართოს.

რა დოკუმენტები დაგჭირდებათ დახმარების მისაღებად?

  • განცხადება მუნიციპალიტეტის მერის სახელზე;
  • განმცხადებლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი;
  • ბენეფიციარის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი, ხოლო არასრულწლოვანის შემთხვევაში დაბადების მოწმობა და არასრულწლოვანის რეგისტრაციის ბარათი;
  • შეზღუდული შესაძლებლობის დამადასტურებელი დოკუმენტი;
  •  დახმარების მიმღების საბანკო ანგარიში, არასრულწლოვანის შემთხვევაში ერთ-ერთი მშობლის, მეურვის ან მზრუნველის პირადი საბანკო ანგარიში;
  • ბენეფიციარის კანონიერმა წარმომადგენელმა (მშობელი, მშვილებელი, მეურვე/მხარდამჭერი, მზრუნველი ან ნდობით აღჭურვილი პირი) ან მინდობილმა პირმა მუნიციპალიტეტში უნდა წარმოადგინოს ასევე აღნიშნული უფლების დამადასტურებული დოკუმენტი.

შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებს (18 წლამდე) კასპის მერია ეტლის თანხასაც უფინანსებს, რაც გულისხმობსეტლის საფასურის 50 %-ით დახმარებას (არაუმეტეს 200 ლარისა).

შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირმა, მისი ოჯახის სრულწლოვანმა წევრმა ან შშმ პირის წარმომადგენელმა (მეურვემ/მზრუნველმა) მუნიციპალიტეტის მერიას უნდა მიმართოს.

რა დოკუმენტები დაგჭირდებათ დახმარების მისაღებად?

  •  განცხადება მუნიციპალიტეტის მერის სახელზე;
  •  განმცხადებლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი;
  • ბენეფიციარის პირადობის მოწმობა, ხოლო არასრულწლოვანის შემთხვევაში დაბადების მოწმობა და არასრულწლოვანის რეგისტრაციის ბარათი (ან პირადობის მოწმობა);
  •  ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა #100);
  • შეზღუდული შესაძლებლობების დამადასტურებელი დოკუმენტი;
  • ხარჯთაღრიცხვა ან/და კალკულაცია ან/და სხვა დოკუმენტი.

სოციალურ სერვისზე კონსულტაციის მისაღებად, შეავსეთ ფორმა –

https://forms.gle/P426GwL3ALJ4APXQ8

დაკავშირებული სტატიები

www.metalab.ge

ანალიტიკური ცენტრი

TOP.GE

მოიწონე გვერდი

ბოლო სიახლეები

© metalab.ge –  საიტი შექმნილია  IWPR – ის მხარდაჭერით.