კიბერუსაფრთხოების თემატიკაზე 10 ფავორიტი ფილმი შეგირჩიეთ
შეიძლება რამოდენიმე იცოდეთ კიდეც.
1. მატრიცა (The Matrix)
1999 წლის ფილმში მოთხრობილია კაცობრიობის მომავლის შესახებ, სადაც რეალობა, რომელსაც მართავენ ადამიანები, ვირტუალურ სახეს ატარებს.
2. მოჩვენება ჯავშანში (Ghost in the Shell)
ძებნაში მყოფი ჰაკერი ერევა პოლიტიკაში, ამიტომ “მე-9 განყოფილება” საზოგადოებრივი უსაფრთხოების დეპარტამენტი, იღებს დავალებას იპოვოს და შეაჩეროს იგი.
3. ინტერნეტის ბიჭი: აარონ შვარცის ამბავი (The Internets Own Boy: The Story of Aaron Swartz)
ესაა 2014 წლის ამერიკული ბიოგრაფიული დოკუმენტური ფილმი აარონ სვარცის შესახებ.
4. მოქალაქე ნომერი ოთხი (Citizenfour)
დოკუმენტური ფილმი ედვარდ სნოოუდენის შესახებ. ედვარდი მუშაობდა ცენტრალური დაზვერვის ბიუროში ტექნიკურ სპეციალისტად, 2013 წლის ივნისში მან გადასცა საიდუმლო მასალები გაზეთებს The Guardian და The Washington Post, მასალები რომლებშიც მხილებული იყო თუ როგორ უსმენს და უთვალთვალებს ჩვეულებრივ მოქალაქეებს მთელს მსოფლიოში NSA
5. გოგონა დრაკონის ტატუთი (The Girl with the Dragon Tattoo)
სტიგ ლარსონის ინგლისურად ადაპტირებული შვედური რომანი, მოგვითხრობს დათხოვნილი ჟურნალისტის მაიკლ ბლომკვისტის შესახებ, რომელიც პატრიარქის ძმისწულის გაუჩინარების საქმეს იძიებს. მას პირსინგიანი და სვირინგებიანი პანკი კომპუტერების ჰაკერი- ლიზბეტ სალანდერი ეხმარება.
6. ნულოვანი დღეები (Zero Days)
Zero Days მოიცავს Stuxnet-ის კომპიუტერული ვირუსის გარშემო არსებულ ფენომენს და მავნე პროგრამული უზრუნველყოფის შემუშავებას, რომელიც ცნობილია როგორც “ოლიმპიური თამაშები”. იგი მთავრდება შემდგომი კიბერგეგმის Nitro Zeus-ისა და ირანის ბირთვული შეთანხმების შესახებ განხილვით.
7. ვინ ვარ მე? (Who Am I?)
ამბავი მგვითხრობს ბენჯამინზე, რომელიც ახალგაზრდა ნიჭიერი ჰაკერია. მას მიიწვევენ საიდუმლო ჯგუფში, რომელიც გეგმავს ჰაკერულ შეტევებს სხვადასხვა მსხვილ ორგანიზაციაზე.
8. სნოუდენი (Snowden)
ედვარდ სნოუდენი, ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს (CIA) სუბკონტრაქტორი და მამხილებელი, რომელმაც დააკოპირა და გაავრცელა მაღალი საიდუმლო ინფორმაცია ეროვნული უსაფრთხოებისგან.
9. ჩვენ ვართ ლეგიონი: ჰაკტივისტების ამბავი (We Are Legion: The Story of the Hacktivists)
ესაა 2012 წლის დოკუმენტური ფილმი, რომელიც ასახავს ე. წ. “ჰაქტივისტების” კოლექტივის, ანონიმურ მოღვაწეობასა და რწმენას.
10. 23
როდესაც ობოლი კარლ კოხი და მისი მეგობარი დევიდი იწყებენ შეჭრას სამთავრობო და სამხედრო კომპიუტერებში, იგრძნობს, რომ კომპიუტერის გატეხვაში ფულია – და მიემგზავრება აღმოსავლეთ ბერლინში, რათა სცადოს დაუკავშირდეს კგბ-ს.