პოლიტიკა 1 მარტიდან, 200 000 – მდე შრომისუნარიანი მოქალაქე ხელფასის სახით, 300 ლარს მიიღებს – ღარიბაშვილი

1 მარტიდან, 200 000 – მდე შრომისუნარიანი მოქალაქე ხელფასის სახით, 300 ლარს მიიღებს – ღარიბაშვილი

metalab.ge

საქართველოს მთავრობა 1 მარტიდან სოციალურად დაუცველი მოქალაქეებიდან შრომისუნარიანი მოქალაქეების დასაქმების ხელშეწყობას იწყებს. პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ქვეყანაში 600 000 სოციალურად დაუცველიდან, 200 000-მდე შრომისუნარიანი არ არის ჩართული არანაირ პროგრამაში და დამოკიდებულია მხოლოდ სახელმწიფო შემწეობაზე. მთავრობამ დასაქმების მასშტაბური პროგრამის განხორციელება, როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, სწორედ ასეთი კატეგორიის გააქტიურებისთვის გადაწყვიტა.

“სოციალური პოლიტიკის გაუმჯობესების შესახებ ჩვენ გასული წლის ბოლოსაც ვსაუბრობდით და ახლა უკვე ვიწყებთ კონკრეტული ნაბიჯების გადადგმას. კერძოდ სოციალურად დაუცველ მოქალაქეებს უნდა შევუქმნათ სამუშაო ადგილები, რათა ისინი არ იყვნენ მხოლოდ სახელმწიფო შემწეობაზე დამოკიდებული და ნებისმიერი კვალიფიკაციის მქონე პირს ჰქონდეს საკუთარი შემოსავალი. მოგეხსენებათ, რომ 600 000 სოციალურად დაუცველიდან 200 000-მდე შრომისუნარიანია და დაუსაქმებელია, არ მონაწილეობს ჩვენი ქვეყნიშ განვითარებაში და არიან დემოტივირებულიები. ამიტომ 1 მარტიდან სწორედ ასეთ კატეგორიაზე მორგებული დასაქმების პროგრამა დაიწყება, წელს ვფიქრობთ 50 000 მდე პირი დასაქმდება და მათი ხელფასი 300 ლარით განისაზღვრება. ასეთი კატეგორიის ოჯახებს 4 წლის განმავლობაში შეუნარჩუნდებათ სოციალური დახამრება“,-აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.

დაკავშირებული სტატიები

www.metalab.ge

ანალიტიკური ცენტრი

TOP.GE

მოიწონე გვერდი

ბოლო სიახლეები

© metalab.ge –  საიტი შექმნილია  IWPR – ის მხარდაჭერით.