ხელოვნური ინტელექტი სოფლის მეურნეობის სფეროში. AgriTech-ის განვითარების შედეგად, ფერმერებისა და აგრობიზნესის წარმატება სულ უფრო მეტად იქნება დამოკიდებული AI-ის დანერგვასა და გამოყენებაზე.
ეფექტიანობა, რესურსების დაზოგვა და უკეთესი შედეგები – წარმატება ექნება მას, ვინც საკუთარ საქმიანობაში ტექნოლოგიების ინტეგრაციას მოახდენს.
როგორ უნდა აუწყონ ფეხი ახალ შესაძლებლობებს ამ სფეროთი დაინტერესებულმა პირებმა – ნახეთ გადაცემაში “ალგორითმი” – ოთარ კვირიკაშვილთან და ვასილ ბაქრაძესთან ერთად.
პროექტი ხორციელდება ევროკავშირისა და კონრად ადენაუერის ფონდის მხარდაჭერით, პროექტის „იმოქმედე საქართველოსთვის: მტკიცე და აქტიური სამოქალაქო საზოგადოება ცვლილებებისთვის” ფარგლებში.