“მოემზადე ციფრული მომავლისთვის” – 20-21 სექტემბერს, გორში ორდღიანი ტრენინგი ჩატარდება ადგილობრივი მეწარმეებისთვის, რომლის მიზანია საქართველოს სოფლებში ციფრული უთანასწორობის შემცირება, მცირე და საშუალო მეწარმეების უნარების გაძლიერება, თანამედროვე ციფრული ტექნოლოგიების დანერგვის ხელშეწყობა და მეწარმეებისთვის განვითარების ახალი შესაძლებლობების შექმნა.
სასწავლო კურსის ძირითადი მიმართულებებია:
- ციფრული მარკეტინგის პრაქტიკული ინსტრუმენტები მცირე და საშუალო ბიზნესისათვის;
- ხელოვნური ინტელექტის გამოყენება ბიზნესპროცესების გაუმჯობესებისთვის;
- პრაქტიკული სავარჯიშოები რეალურ ბიზნესის მაგალითებზე;
- ინდივიდუალური 3-თვიანი მენტორობის პროგრამა ტრენინგის შემდგომ.
კურსში ჩართვა შესაძლებელია წინასწარი გამოცდილების გარეშე. სწავლება დაფუძნებულია პრაქტიკულ მაგალითებზე და მორგებულია მეწარმეთა საჭიროებებზე;
ტრენინგი განკუთვნილია ინდივიდუალური მეწარმეებისა და მცირე/საშუალო ბიზნესის მფლობელებისთვის, რომლებიც საქმიანობენ გურიის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის, იმერეთის, სამეგრელოს, ქვემო ქართლისა და კახეთის რეგიონებში.
შეხვედრები ტარდება ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის – “REDI – სოფლის გაძლიერება ციფრული ჩართულობის გზით” ფარგლებში, რომელსაც ახორციელებენ ელექტრონული მმართველობის აკადემია (eGA) და სოლიდარობის ფონდი პლ (SFPL).
ტრენინგში მონაწილეობის მისაღებად საჭიროა რეგისტრაციის გავლა შემდეგ ბმულზე: “მოემზადე ციფრული მომავლისთვის” – სასწავლო კურსი მეწარმეებისთვის საქართველოს რეგიონებში – რეგისტრაციის ფორმა