AIშიდა ქართლში პირველად, GMG – ს ორგანიზებით AI კონფერენცია ჩატარდა

შიდა ქართლში პირველად, GMG – ს ორგანიზებით AI კონფერენცია ჩატარდა

metalab.ge

რეგიონში პირველად “ხელოვნური ინტელექტის” კონფერენცია ჩატარდა, რომელსაც საფუძველი „ქართულმა მედია ჯგუფმა“ ევროკავშირისა და კონრად ადენაუერის ფონდის მხარდაჭერით ჩაუყარა. პროექტის ფარგლებში GMG-ს ბაზაზე შეიქმნა AI აკადემია “მეტალაბი”, რომლის კურსდამთავრებულებმა მიღებული ცოდნა იმ ადამიანებს გაუზიარეს, რომლებსაც ამ ეტაპზე კურსის გავლის შესაძლებლობა არ მიეცათ.

პროექტის ავტორების თქმით, ექსპრეს კურსის მიზანია, შემზღუდავი კანონებისა და ცენზურის პირობებში – ჟურნალისტებს, იურისტებს, უფლებადამცველებს თუ სხვა სფეროს წარმომადგენლებს, ოპერირების გაგრძელება თანამედროვე ტექნოლოგიებით და AI ხელსაწყოების გამოყენებით, დამოუკიდებლად შეეძლოთ. 

კონფერენციის მეორე ნაწილი პანელ-დისკუსიას დაეთმო, სადაც მოწვეულმა ექსპერტებმა აუდიტორიას ის ეტაპები, საფრთხეები და შესაძლებლობები გააცნეს, რასაც “ხელოვნური ინტელექტის” ირგვლივ პროგნოზირებენ.

დამსწრე აუდიტორიას ჟურნალისტები, ექიმები, პედაგოგები და სხვა კერძო სექტორის წარმომადგენლები შეადგენდნენ, რომლებმაც შეხვედრის დასასრულს, აღნიშნულ თემაზე “ქართულ მედია ჯგუფთან” თანამშრომლობის მზაობა გამოთქვეს. 

მასალა შექმნილია ევროკავშირისა და კონრად ადენაუერის ფონდის მხარდაჭერით, პროექტის „იმოქმედე საქართველოსთვის: მტკიცე და აქტიური სამოქალაქო საზოგადოება ცვლილებებისთვის” ფარგლებში. მის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია ა(ა)იპ ქართული მედია ჯგუფი და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს ევროკავშირისა და კონრად ადენაუერის ფონდის შეხედულებებს.

დაკავშირებული სტატიები