ხელოვნური ინტელექტი დღეს ბიზნესის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ინსტრუმენტად იქცა. ის არა მხოლოდ ამარტივებს პროცესებს, არამედ ქმნის ახალ შესაძლებლობებს იდეების გენერირებისა და მასშტაბირებისათვის.
წარმოდგენილი მასალა დაგეხმარებათ უკეთ გააცნობიეროთ, როგორ შეიძლება ინოვაციური ტექნოლოგიები რეალურ საქმეში იქცეს თქვენი წარმატების საფუძვლად.
ლექსო ვალიაური „მეტალაბის“ კურსზე მიღებულ ცოდნასა და საკუთარ პრაქტიკულ გამოცდილებას უზიარებს დამწყებ და მოქმედ მეწარმეებს. ვიდეოში განიხილულია, როგორ შეიძლება AI-ის გამოყენება ბიზნესის სტრატეგიის დაგეგმვაში, პროცესების ავტომატიზაციასა და მომხმარებელთა გამოცდილების გაუმჯობესებაში.