AIგორში, ხელოვნური ინტელექტის აკადემია გაიხსნა

გორში, ხელოვნური ინტელექტის აკადემია გაიხსნა

metalab.ge

რეგიონში პირველად, “ქართულმა მედია ჯგუფმა” დაიწყო “ხელოვნური ინტელექტის” ექსპრეს კურსი. პროგრამის პრეზენტაცია ახალგაზრდებთან, ჟურნალისტებთან, იურისტებთან და სხვადასხვა სექტორის წარმომადგენლებთან მოეწყო. შერჩეული მონაწილეები თეორიულთან ერთად, პრაქტიკულ ცოდნასაც მიიღებენ, რომელსაც პროექტის დასასრულს დაგეგმილ “AI კონფერენციაზე” მოწვეულ სტუმრებს გაუზიარებენ.

“ტრენინგების პარალელურად მომზადდება სასწავლო ვიდეოები, სადაც სპეციალისტები და უკვე გადამზადებული მონაწილეები, სხვა ადამიანებს პოდკასტებიდან ასწავლიან კონკრეტული საკითხების შესახებ უსაფრთხოების დაცვს, AI ტექნოლოგიებით კონკრეტული ინფორმაციის მოძიება-გავრცელების ეფექტურ გზებს, ანალიზის გაკეთების მარტივ მეთოდებს და სხვა, ისეთ თემებს, რაც ყოველდღიურ ცხოვრებასა და
საქმიანობაშია გამოსაყენებელი”, – ამბობს პროექტის ხელმძღვანელი, ნინო ჩიბჩიური.

პროექტის დასასრულს, პროგრამის მონაწილეებს გადაეცემათ კურსის გავლის
დამადასტურებელი სერტიფიკატები, მანამდე კი ისინი საველე გასვლისას, მიღებული ცოდნის შესამოწმებლად, სიმულაციურ ტესტს გაივლიან.

მასალა შექმნილია ევროკავშირისა და კონრად ადენაუერის ფონდის მხარდაჭერით, პროექტის „იმოქმედე საქართველოსთვის: მტკიცე და აქტიური სამოქალაქო საზოგადოება ცვლილებებისთვის” ფარგლებში. მის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია ა(ა)იპ ქართული მედია ჯგუფი და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს ევროკავშირისა და კონრად ადენაუერის ფონდის შეხედულებებს.

დაკავშირებული სტატიები