ტექნოლოგიები განვითარების გასაღები ტურიზმში, ღვინოსა და ქარხანაში კი არა, ტექნოლოგიებშია – ლაშა პატარაია

განვითარების გასაღები ტურიზმში, ღვინოსა და ქარხანაში კი არა, ტექნოლოგიებშია – ლაშა პატარაია

metalab.ge

ჩვენ ძალიან მდიდარი გამოცდილება გვაქვს, განსაკუთრებით რუსული აგრესიის პირობებში, სხვადასხვა კიბერ საშუალების მოსინჯვის კუთხით, მათ შორის საჯარო სექტორზე, ეს იქნებოდა კიბერომი თუ ცალკეული კიბერკამპანიები კიბერშპიონაჟის და ა.შ. ძალიან ბევრი რამის გამოცდა ხდება ჯერ ჩვენთან და მერე სხვა ქვეყნებში. პოლიგონი ვართ სხვა ქვეყნების კიბერუსაფრთხოების სფეროში, დასატესტად სხვადასხვა საშუალებების.

ტექნოლოგიური პროგრესი არ გვაძლევს საშუალებას უარი ვთქვათ ბენეფიტებზე, რომელიც ჩვენ სამთავრობო სტრუქტურებს და კერძო კომპანიებს სჭირდებათ, იმისთვის, რომ იყვნენ უფრო ეფექტიანები. ტექნოლოგიური განვითარება გვაქვს მაღალი, შესაბამისად მაღალია რისკებიც, ეს არის მთავრი გამოწვევა. დღეს იმდენად ბევრია კიბერკრიმინალის შემთხვევები, რომ არაპროპორციულია იმ რესურსთან ვინც ამას იძიებს, მის აღკვეთასა და პრევენციაზე მუშაობს.

ჩვენ იმხელა გამოწვევის წინაშე ვდგევართ ეროვნული უსაფრთხოების კუთხით, რომ ამას სჭირდება ძლიერი ეკონომიკა და ინვესტიცია უსაფრთხოებაში, შესაბამისად ამ განვითარების პროცესში, შენ გაქვს ვალდებულება თუნდაც ქვეყნისთვის, რომ მოახდინო სწრაფი ზრდა და არ უბრალოდ პოზიტიური ტენდენციები შექმნა. უპატიებელია, როცა ინფორმატიკას ვაიგნორებთ სკოლაში, არ შეიძლება ბავშვებს, რომლებიც სკოლამდე უკვე კარგად ფლობს პლანშეტს, მობილურ მოწყობილობას, კომპიუტერს და მესამე ან მეოთხე კლასიდან ვაწყებინებთ კომპიუტერის სწავლას მაუსით, ეს პრობლემა და დემოტივაციაა, რაც მოითხოვს სწრაფ, გონივრულ, მაშტაბურ რეფორმას, ეს რეფორმა დაკავშირებულია ჩვენი ქვეყნის თვითმყოფადობასთან, ტექნოლოგიები ჩვენთვის არის გასაღები და ჩემი სუბიექტური აზრით ერთადერთი გასაღები იმის, რომ ჩვენ განვვითარდეთ და გავხდეთ მოწინავე. ჩვენ არ გვაქვს ასეთი მომენტი – თუ არ განვვითარდებით ვიქნებით იქ სადაც ვართ, დღევანდელ რეალობაში თუ არ განვითარდები – კვდები. 

ქვეყნები იმდენად სწრაფად ვითარდებიან ტექნოლოგიების ნაწილში, ჩვენ არ გვაქვს გაჩერების ფუფუნება, შესაბამისად ის ტრადიციული ვექტორები, რასაც გვთავაზობდნენ, რომ ჩვენი განვითარება იყო, მეტი ქარხანა, მეტი ტურიზმი ან ღვინო, ეს ასე აღარ არის, ამ ყველაფერს სჭირდება უამრავი პრერეკვიზიტი, რომელიც არ გვაქვს. ეს რომ გვქონდეს, ამას დიდი დრო დასჭირდება, ამ დროში ჩვენ დავკარგავთ პოზიციებს, შესაბამისად სწრაფი „გავარდნა“, თუ სადმე შეიძლება – ეს არის ტექნოლოგიების მიმართულება. მჯერა, რომ ეს არ არის მხოლოდ ჩემი სუბიექტური აზრი, რადგან ეს აზრი დამყარებულია ძალიან ბევრ პრაგმატულ ინფორმაციასა თუ ქეისზე.

ლაშა პატარაია

კიბერუსაფრთხოების ექსპერტი

609 ნახვა

დაკავშირებული სტატიები

www.metalab.ge

ანალიტიკური ცენტრი

TOP.GE

მოიწონე გვერდი

ბოლო სიახლეები

© metalab.ge –  საიტი შექმნილია  IWPR – ის მხარდაჭერით.