გზამკვლევი, სახელწოდებით OSINT – გამოძიება ღია წყაროებით, წარმოადგენს ყოვლისმომცველ სახელმძღვანელოს ღია წყაროებზე დაფუძნებული დაზვერვის (OSINT) შესასწავლად. ის შექმნილია სპეციალურად ქართველი ჟურნალისტების, აქტივისტებისა და მკვლევრებისთვის, რათა დაეხმაროს მათ ინფორმაციის დამოუკიდებლად მოძიებასა და გადამოწმებაში იმ ფონზე, როდესაც საქართველოში მედია სივრცე სისტემატურად ექცევა კონტროლის, ზეწოლისა და დეზინფორმაციის მძლავრი ტალღის ქვეშ, ხოლო ტრადიციული ინფორმაციის მოძიების გზები ხშირად ბლოკირებულია. დოკუმენტი დეტალურად განმარტავს, თუ როგორ ხდება საჯაროდ ხელმისაწვდომი ინფორმაციის შეგროვება, გადამოწმება და ანალიზი ეთიკური და სამართლებრივი ნორმების ფარგლებში, რათა გამოვლინდეს კორუფციული სქემები, ფარული კავშირები, ჰიბრიდული ომის ელემენტები და გაძლიერდეს საზოგადოებრივი კონტროლის მექანიზმები.
გზამკვლევი მოიცავს პრაქტიკულ მაგალითებს, ილუსტრაციებს, ინსტრუმენტებს (მათ შორის QR კოდებს) და ქართულ რეალობაზე მორგებულ ქეისებს და ფარავს ისეთ თემებს, როგორიცაა პიროვნების ციფრული კვალის, სოციალური მედიის (Facebook, Telegram, Instagram, TikTok), სურათებისა და ვიდეოების მეტამონაცემების, ციფრული იდენტობის (იმეილი, ტელეფონი, იუზერნეიმი) და ვებსაიტების ანალიზი, ძიების სტრატეგიები (Google Dorking), გეოლოკაცია და რაც მთავარია, ოპერაციული უსაფრთხოების (OPSEC) და ანონიმურობის პრინციპები OSINT-ის განხორციელებისას.
გზამკვლევის მიზანია სიმართლის დადგენა თანამედროვე, ხშირად ქაოტურ საინფორმაციო გარემოში და წვლილის შეტანა OSINT – ის ცოდნის გაფართოებაში.



