“ახლა ჩვენ ვუყურებთ, თუ როგორ იყენებენ მტრულად განწყობილი უცხოური მოწინააღმდეგეები ხელოვნურ ინტელექტს ისტორიის გადასაწერად, მომხმარებლების დასაზვერად და სიტყვის ცენზურისთვის”, – ეს განცხადება საკუთარ გამოსვლაში აშშ-ს ვიცე-პრეზიდენმა გააკეთა. ჯეი დი ვანსი მსოფლიოს წამყვანი ქვეყნების ლიდერებთან ერთად, პარიზში, საერთაშორისო სამიტში მონაწილეობს. AI ACTION SUMMIT -ის მთავარი თემა ხელოვნური ინტელექტის (AI) გლობალური უსაფრთხოება და მისი რეგულირებაა. ამასთან ერთად, მნიშვნელოვანი აქცენტები კეთდება პოლიტიკურ მიდგომებზე, რამაც ხელი უნდა შეუწყოს ინოვაციებს, ისე, რომ არ დააზიანონ ადამიანის უფლებები და თავისუფლება.
“ავტორიტარული რეჟიმები, როგორც სხვა ტექნოლოგიების შემთხვევაში, იპარავენ და იყენებენ AI-ს თავიანთი სამხედრო, სადაზვერვო და მეთვალყურეობის შესაძლებლობების გასაძლიერებლად, უცხოური მონაცემების დასაჭერად და პროპაგანდის შესაქმნელად, რათა დააზიანონ სხვა ქვეყნების ეროვნული უსაფრთხოება, მინდა მკაფიოდ განვაცხადო – აშშ-ს ამჟამინდელი ადმინისტრაცია სრულად დაბლოკავს მსგავს მცდელობებს. ჩვენ დავიცავთ ამერიკულ AI-ს და ჩიპის ტექნოლოგიებს ქურდობისა და არასწორი გამოყენებისგან, ვიმუშავებთ ჩვენს მოკავშირეებთან და პარტნიორებთან ერთად, რათა გავაძლიეროთ და გავაფართოვოთ ეს დაცვა და დავხუროთ ყველა გზა, რომლის მეშვეობითაც მოწინააღმდეგეებს შეუძლიათ მიიღონ AI-ს შესაძლებლობები, რომლებიც ჩვენს ხალხს საფრთხეს უქმნის. ასევე მსურს შევახსენო ჩვენს საერთაშორისო მეგობრებს, რომ ასეთი რეჟიმებთან პარტნიორობა გრძელვადიან პერსპექტივაში არასოდეს ამართლებს”, – აღნიშნა ჯეი დი ვანსიმ.
პარიზში მიმდინარე სამიტი 13 თემებრვალს დასრულდება, მანამდე კი მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის კომპენიების წარმომადგენლებთან და მკვლევარებთან პანელური დისკუსიებიც გაიმართება და განიხილება გლობალური მნიშვნელობის მქონე საკითხები, როგორებიცაა: “AI-ის გამოყენება ბიზნესსა და ეკონომიკაში”, “AI-ის ეთიკური გამოწვევები”, “AI-ის მომავალი და მისი გავლენა გლობალურ პოლიტიკაზე”, “AI-ის გამოყენება ჯანდაცვისა და განათლების სფეროებში” და ა.შ.
სტატია მომზადებულია შვედურ ორგანიზაციასთან (Civil Rights Defenders) პარტნიორობის ფარგლებში. მასალაში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის “ქართულ მედია ჯგუფს” და შესაძლოა არ ემთხვეოდეს CRD -ის ოფიციალურ პოზიციებს.


