ნარკომანიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ხაშურის მერია ახალგაზრდებს სხვაადსხვა ღონისძიებაში მონაწილეობისთვის იწვევს. ყოველწლირად მუნიციპალიტეტში მარათონი იმართება, ჯანსაღი ცხოვბრების ხელშეწყობისთვის კი ქალაქისა და მიმდებარე ტერიტორიის დასუფთავებისა და გამწვანების აქცია ეწყობა.
პროგრამის მიზანის ახალგაზრდულ ღონისძიებათა ორგანიზება, ახალგაზრდობის მოსწავლეების განთლების ხელშეწყობა; მხარდაჭერილია ახალგაზრდული ინიციატივები და უზრუნველყოფილია ახალგაზრდების ჩართულობა საზოგადოებრივ ცხოვრებაში. „პროგრამა ითვალისწინებს ახალგაზრდული ინიციატივების, ადგილობრივი და საერთაშორისო ახალგაზრდული პროექტების ხელშეწყობას, არაფორმალური განათლების ხელშეწყობას (ტრენინგ–სემინარების კონფერენციების, ფორუმების მოწყობა ახალგაზრდებისათვის აქტუალურ თემებზე). სოციალურად დაუცველი ახალგაზრდების დახმარება და ხელშეწყობა განათლების მიღებაში. ხელშეწყობა საერთაშორისო ურთიერთობის გასაღრმავებლად. ახალგაზრდებში ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრება. ახალგაზრდების ნიჭის თვითრეალიზების ხელშეწყობა. ახალგაზრდული პროექტების მხარდაჭერა. ახალგაზრდა თაობაში შრომის უნარ–ჩვევების გამომუშავება და მათი საზოგადოებრივ საქმიანობაში ჩართვა. ახალგაზრდობის მხარდაჭერა, მათი უნარების რეალიზაციის შესაძლებლობა და საქმიანობის სტიმულირება. განხორციელდება ახალგაზრდული ინიციატივების მხარდაჭერა, ცხოვრების ჯანსაღი წესის პოპულარიზაცია, არაფორმალური საგანმანათლებლო სერვისების ხელმისაწვდომობა, ჩართულობას მასობრივ ღონისძიებებში. ჩატარდება თემატური ფესტივალები, გასართობი, შემეცნებითი და საგანმანათლებლო აქტივობები. მოეწყობა ახალგაზრდული ბანაკები, ლაშქრობები და სხვა ღონისძიებები.პროგრამის ფარგლებში დაფინანსდება სხვადასხვა ღონისძიებები, რომლებიც ხელს შეუწყობს ახალგაზრდა თაობის ჩართვას მუნიციპალიტეტის ყოველდღიურ საქმიანობასა და მის განვითარებაში. შექმნილია ახალგაზრდების განვითარებაზე ორიენტირებული გარემო, უზრუნველყოფილია ახალგაზრდების საზოგადოებრივ ცხოვრებაში ჩართულობა და ხელშეწყობილია მათი სამოქალაქო ინიციატივები, ხელშეწყობილია გენდერული თანასწორობის საკითხებზე საზოგადოების ინფორმირებულობა“,-აცხადებენ ხაშურის მერიაში.
სოციალურ სერვისზე კონსულტაციის მისაღებად, შეავსეთ ფორმა –
https://forms.gle/P426GwL3ALJ4APXQ8