“ძლიერი საქართველოსთვის“ ადგილობრივი წარმომადგენელი გორის მუნიციპალიტეტში საარჩევნო მოლოდინებზე საუბრობს და იმ უბნებს ასახელებს, რომლებზეც მისი აზრით დამკვირვებელთა მაქსიმალური მობილიზება იქნება საჭირო. გელა შარვაშიძის თქმით, იმ უბნებზე, სადაც ძალოვანი უწყების, პარლამენტის წევრებისა და ადგილობრივი მუნიციპალიტეტების წარმომადგენელთა ოჯახები ცხოვრობენ მოქალაქეთა მიმართ გარკვებული სახის ზეგავლენას ექნება ადგილი, რაც აუცილებლად უნდა გაკონტროლდეს.
„მოგეხსენებათ საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფლებში კომუნიკაციის პრობლემებია, გარდა ამისა, ამ მხარეში ყველაზე მეტი ყურადღების გამოჩენა გვმართებს, რადგან ამ სოფლებში მაღალჩინოსნების ოჯახები ცხოვრობენ. მაგალითად, პარლამენტარი გიორგი სოსიაშვილი დიციდანაა, სუსის უფროსი ოთარ ნონიკაშვილი – ხიდისთავიდან და ა.შ. – ასეთ უბნებზე განსაკუთრებული ყურადღება უნდა გამოვიჩინოთ. ტირძნისი, ტყვიავი, ფლავი, ძევერა, ქორდი, არბო, მერეთი – აქ მათ თავის წარმომადგენლობა ჰყავთ, სადაც მოსახლეობასთან ზეწოლებს მოახდენენ, მაგრამ ხალხის ნებას ვერ აღუდგებიან და ამიტომაა მნიშვნელოვანი რომ ბევრი ადამიანი მივიდეს 26 ოქტომბერს საარჩევნო უბანთან“-აღნიშნა გელა შარვაძემ