სამოქალაქო მოძრაობის “ძალა ერთობაშია” წარმომადგენელი, ხელისუფლებას ოკუპაციის ახალი ფაქტების დამალვაში ადანაშაულებს.
დავით ქაცარავას ინფორმაციით, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯარიაშენში, 3, 5 კმ – ის თხრილები არსებობს, ერთ-ერთ მონაკვეთზე კი შლაგბაუმია განთავსებული. შესაბამის ვიზუალურ მასალებს ქაცარავა სოციალურ ქსელში ავრცელებს.

“ბოლო 2 დღის განმავლობაში დავიწყეთ ინტენსიურად პატრულირება ჯარიაშენის მიმდებარე ტერიტორიაზე. გაირკვა, რომ თხრილის სიგრძემ შეადგინა 3.5 კმ, ვიპოვეთ თხრილის ერთ-ერთ მონაკვეთზე შლაგბაუმი, რომელიც ჩვენს წყაროებზე დაყრდნობით, გაკეთდა 2021 წლის 5-13 დეკემბრის შუალედში, ზუსტად მაშინ, როდესაც ოკუპანტებმა გათხარეს ეს თხრილები. მოცემული შლაგბაუმი სოფელ ქვეშის მხარეს არის, რაც ჩვენი აზრით, ოკუპაციის ახალ გეგმასთან თანხვედრაში მოდის. ხელისუფლებამ საგულდაგულოდ დამალა ამბავი ამ თხრილების შესახებ და ჩვენ მხოლოდ თვენახევრის შემდეგ გავიგეთ… რუსეთის “არგაღიზიანების პოლიტიკა” მძვინვარებს!”, – აცხადებს დავით ქაცარავა.