სერვისები ქრონიკული დაავადების მქონე ბავშვებს ხაშურში, სარეაბილიტაციო კურსს უფინანსებენ

ქრონიკული დაავადების მქონე ბავშვებს ხაშურში, სარეაბილიტაციო კურსს უფინანსებენ

metalab.ge

თუ ცხოვრობთ ხაშურის მუნიციპალიტეტში და ხართ 18 წლამდე ასაკის, სქოლიოზით ან/და ცერებრალური დამბლით დაავადებული, შეგიძლიათ თანადაფინანსების პროგრამით ისარგებლოთ. ხაშურის მერია სარეაბულიტაციო კურსს 300 ლარით დაგიფინანსებთ. საჭირო თანხები 2023 წლის ადგილობრივ ბიუჯეტში 30 ბავშვისთვისაა გათვალისწინებული.

რა დოკუმენტები უნდა წარადგინოთ ხაშურის მერიაში?

  • განცხადება მერის სახელზე (იწერება ადგილზე);
  • მაძიებლის/წარმომადგენლის პირადობის მოწმობის ასლი;
  • ბავშვის/მოზარდის პირადობის ან დაბადების მოწმობის ასლი;
  • ფორმა #IV-100/ა;
  • ანგარიშფაქტურა სარეაბილიტაციო დაწესებულებიდან; 6.ამონაწერი სოციალურად დაუცველთა ბაზიდან.

ხაშურის 2023 წლის ბიუჯეტში, სოციალურად დაუცველი მოსახლეობის ფულადი სოციალური დახმარების მუნიციპალური პროგრამისთვის ჯამში, 801 ათას 81 ლარია გათვალისწინებული.

სოციალურ სერვისზე კონსულტაციის მისაღებად, შეავსეთ ფორმა – https://forms.gle/P426GwL3ALJ4APXQ8

დაკავშირებული სტატიები

www.metalab.ge

ანალიტიკური ცენტრი

TOP.GE

მოიწონე გვერდი

ბოლო სიახლეები

© metalab.ge –  საიტი შექმნილია  IWPR – ის მხარდაჭერით.