თუ გსურთ სპორტის 13 ძირითადი სახეობიდან, რომელიმე მათგანის უფასოდ შესწავლა და ცხოვრობ ხაშურის მუნიციპალიტეტში, შეგიძლიათ ამ სერვისით ხაშურის კომპლექსურ სასპორტო სკოლაში ისარგებლოთ,
“ადგილობრივი თვითმმართველობა აღნიშნული პროგრამით ხელს უწყობს მოზარდთა ფიზიკურ გაჯანსაღებას, პერსპექტიული სპორტსმენების გამოვლენას და მომზადებას ეროვნული ნაკრებისთვის. ამასთანავე, ქმნის და ავითარებს სპორტის სხვადასხვა სახეობებისათვის მატერიალურ–ტექნიკურ საწვრთნელ ბაზებს.” – აცხადებენ მერიაში.
პროგრამა, რომლისთვისაც ადგილობრივ ბიუჯეტში მლნ 104 ათას 483 ლარია გათვალისწინებული, მიზნად ისახავს, სპორტულ აქტივობებში გენდერულად მგრძნობიარე პოლიტიკის განხორციელებას და სპორტული წრეების საქმიანობაში გოგონებისა და ბიჭების განსხვავებული საჭიროებების გათვალისწინებას. ქვეპროგრამების ფარგლებში გათვალისწინებულია სერვისების იმგვარად შეთავაზება, რომ
გამოირიცხოს ნებისმიერი ფორმის დისკრიმინაცია.
მერიის ინფორმაციით, პროგრამა ხელს უწყობს ახალგაზრდებში ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრება და უზრუნველყოფილია სპორტის სხვადასხვა სახეობების თანაბარი ხელმისაწვდომობა; სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფები ჩართულია სპორტულ განვითარებაში და წახალისებულია სპორტული მიღწევები.
სოციალურ სერვისზე კონსულტაციის მისაღებად, შეავსეთ ფორმა – https://forms.gle/P426GwL3ALJ4APXQ8